"15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენ"

"15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენ"

"სირიაში იერიშის მიტანით თურქებმა მსოფლიოს აჩვენეს, თითქოს "ისლამურ სახელმწიფოსაც" ებრძვიან და ქურთ ტერორისტებსაც. სინამდვილეში, მათ ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმაცია მოახდინეს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში იოსებ­ ზაალიშვილი და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა საქართველოს სექტემბერში დაემუქროს.

იოსებ ზაალიშვილი: - ანტიტერორისტულ კოალიციაში თურქეთი აქტიურად მას შემდეგ ჩაება, რაც 5+1-მა ქვეყანამ, აგრეთვე საერთაშორისო ატომური­ ენერგეტიკის სააგენტომ ხელი მოაწერეს ირანის ბირთვულ პროგრამა­სთან დაკავ­შირებულ ხელშეკრულებას (ბირთვული ექსპერიმენტების შესაჩერებლად), რითაც, ჩემი აზრით, დასავლურმა დიპლომატიამ სისუსტე გამოიჩინა და, პრაქტიკულად, ირანს მისცა საშუალება დაუბრკოლებლად განახორციელოს თავისი ატომური პროგრამა.

ამან გამოიწვია სხვა რეგიონის ქვეყნების­ დაინტერესება, რომ მათაც გარკვეული დივიდენდები ნახონ. ერთი კვირის წინ თურქეთში მოხდა სკანდალი - 49 მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს. ისინი იძიებდნენ კორუფციულ სკანდალს, რომელშიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი ახლო გარემოცვა იყო გახვეული. გამოძიება სტამბოლის დაზვერვის უფროსის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო და საუბარი იყო იმაზე, რომ ირანულ ტერორისტულ ორგანიზაციას თურქეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში საკმაოდ მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები. დღეს თურქეთის მთავარი პრობლემაა ქურთები, რომლებსაც მოკავშირეები მხარს უჭერენ და აძლევდნენ იარაღს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.

თურქეთმა, გამოიყენა რა დასავლეთის მიერ გამოჩენილი სისუსტე ირანთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, ერთი მხრივ გამოაცხადა, რომ ცეცხლს უხსნის "ისლამურ სახელმწიფოს", მაგრამ ამასთან ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმაცია მოახდინა. მათ რომ აქამდე დაერტყათ ქურთებისთვის, მთელი მსოფლიო იტყოდა, ქურთები "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვიან და ამით თურქეთი მხარს "ისლამურ სახელმწიფოს" უჭერსო. სინამდვილეში, თურქებმა გაანადგურეს ქურთების იარაღის საწყობები. დღეს უკვე ქურთებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ თავი დაიცვან "ისლამური სახელმწიფოს" შეტევისგან...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია