როდემდე შენარჩუნდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა - ამინდის ვრცელი პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველოს მასშტაბით მთელი კვირის განმავლობაში კვლავ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიურ სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 36-38 გრადუსია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების თქმით, მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სინოპტიკოსების ვარაუდით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 30-32 გრადუსი იქნება ხუთშაბათის ჩათვლით. კვირის მეორე ნახევარში კი, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის 2 გრადუსით მატება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სინოპტიკოსები თბილისში წვიმას 7-8 აგვისტოს საღამოს საათებში ვარაუდობენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია