ქართველი ოპერის მომღერლის წარმატებული სამაშველო ოპერაცია იტალიაში

ქართველი ოპერის მომღერლის წარმატებული სამაშველო ოპერაცია იტალიაში

ტრაგიკული დღეების შემდეგ, როგორც იქნა, სასიხარულო ამბების მოსმენის და მკითხველისთვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. თანაც ერთდროულად ორი ამბავი შევიტყვე და ორივე ძალიან სასიამოვნო. ორივე ბედნიერად დასრულებულ ადამიანური თავგანწირვის ფაქტებს და ზღვას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ ერთი გმირობა იტალიაში მოხდა, ქართველმა უცხოელის სიცოცხლე იხსნა, მეორე კი, დღეს, შავი ზღვის პირას, ურეკში ხდებოდა. "კვირის პალიტრა" ორივე ამბის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გთავაზობთ.

იტალიაში მყოფმა ქართველმა საოპერო მომღერალმა გიორგი ცინცაძემ ტურისტი გოგონა დახრჩობას გადაარჩინა. ამ ამბავს იტალიური პრესა რომ არ გამოხმაურებოდა, გიორგი საკუთარ გმირობაზე არაფერს იტყოდა. მას იტალიაში ვესაუბრეთ.

გიორგი ცინცაძე - იტალიაში ვსწავლობ. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში, მარსელ დი ნუმანაში პლაჟზე მუშაობა გადავწყვიტე. იტალიურად მაშველს ბაგნინო ჰქვია და მას აქვს ორი ფუნქცია, კონტროლი ზღვაზე და ხმელეთზე. იმ დღეს ჩემი საქმე იყო ხმელეთზე თვალყურის დევნება, მაგრამ ღვთის ნებით ზღვაში მომიწია განსაცდელში მყოფის გადარჩენა.

31 ივლისს, დილით, 10:15 საათი იყო, ჩვეულებრივად ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. ზღვა ძალიან ღელავდა, ძლიერი ქარი ქროდა და დიდი ტალღები აწყდებოდა ნაპირს. ამიტომაც ცურვა იკრძალებოდა. პლაჟის ზედა მხარეს შევნიშნე, ადამიანის სხეული ბრუნავდა ტალღებში. ჩემგან დაახლოებით 50 - 60 მეტრი აშორებდა მსხვერპლს. ფიქრის და სხვა მაშველის დაძახების დროც არ იყო. ზღვაში შევვარდი. გავრისკე. ძალიან ძნელი იყო ტალღებში ჩაკარგული ადამიანის მოძებნა და მისი გამოყვანა. თუმცა, იმ დღეს იღბალი ჩემს მხარეს აღმოჩნდა. გოგონა მალევე ვიპოვნე და შვეცადე ნაპირზე გამომეყვანა. მაშინ ვიგრძენი საფრთხის სიმძიმე, მაგრამ უკანდასახევი ყველა გზა მოჭრილი მქონდა. ტალღებს უნდა დავნებებოდი იმ საბრალო ბავშვთან ერთად, ან როგორმე დამეღწია თავი წყლის ჯოჯოხეთისგან.

საბედნიეროდ, გამოსვლა ყოველგვარი დამხმარე ძალების გარეშე შევძელი, მაგრამ გოგონა ძალიან მძიმედ იყო და ჰოსპიტალში გადასაყვანად ვერტმფრენი გამოიძახეს. გადარჩენილი 15 წლის ტურისტი ქალაქ ოზიმოს საავადმყოფოში მოათავსეს.

- ამის შემდეგ საავადმყოფოშიც ხომ არ ინახულეთ?

- არა, არ მინახავს, მაგრამ მაცნობეს, რომ ეროვნებით რუსი იყო, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე აღარ ემუქრება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია