"კახში ქართველი სასულიერო პირები წირვა-ლოცვის აღსავლენად დღესასწაულებზე ივლიან"

"კახში ქართველი სასულიერო პირები წირვა-ლოცვის აღსავლენად დღესასწაულებზე ივლიან"

არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მიღებული გადაწყვეტილებით, კახში ქართველი სასულიერო პირები წირვა-ლოცვის აღსავლენად დღესასწაულებზე ივლიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თეთრუაშვილმა განუცხადა, ქართველი სასულიერო პირი მარიამობას ჩავა კახში წირვის გასამართად, შემდეგ კი დაიწყება მოძიება ისეთი სასულიერო პირის, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქე გახდება და კახში მსახურებისთვის მზად იქნება.

"მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი კაპანაძე იმყოფებოდა აზერბაიჯანში ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის. აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტთან მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველი სასულიერო პირი, რომელიც ფლობს საქართველოს მოქალაქეობას ჩავა მარიამობის დღესასწაულზე და აღავლენს წირვა-ლოცვას. შემდეგ კი, დაიწყება მოძიება სასულიერო პირის, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეობას აიღებს და მზად იქნება კახში მსახურებისთვის", - განაცხადა დემეტრე თეთრუაშვილმა.

რაც შეეხება მისი მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმართვას ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, თეთრუაშვილის თქმით, ეს პროცედურულად წარმოუდგენელია, რადგან აზერბაიჯანს ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აქვს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია