"ბრძოლა წესების გარეშე" ავტოგაზის ბაზარზე?!

"ბრძოლა წესების გარეშე" ავტოგაზის ბაზარზე?!

ბენზინისა და დიზელის ბაზრის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ავტოგაზის რეალიზატორი კომპანიების საქმიანობას სწავლობს. ამის მიზეზი კი შარშან აგვისტოსა და დეკემბერში ყველა ავტოგაზგასამართ სადგურზე ფასების ერთდროულად და ერთნაირად მომატება გახდა. კვლევის დასრულებამდე სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა სქემით მუშაობენ ავტოგაზის რეალიზატორები ბაზარზე.

იმ ფონზე, როცა ბენზინი წლიდან წლამდე ძვირდებოდა, ავტომფლობელებს მანქანები გაზზე სულ უფრო ინტენსიურად გადაჰყავდათ და ავტოგაზის მოხმარებაც იზრდებოდა. შარშანდელ აგვისტომდე ავტოგაზის ფასი ბენზინზე საგრძნობლად დაბალი და რაც მთავარია, სტაბილური იყო - საშუალოდ 1,10 ლარი 1 კუბმ-ზე. სავაჭრო ქსელი აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ბაზარზე 200-მდე გაზგასამართი სადგურია, რომლებიც 70-მდე კომპანიას ეკუთვნის. მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც შეიძლება მხოლოდ 1 სადგური ჰქონდეს. სადგურების დაახლოებით 90% გაზს "სოკარისგან" ყიდულობს. მცირე ნაწილს კი გაზი საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტიდან რჩება. თუმცა, რა გზით და ვისი საშუალებით, ეს სხვა სტატიის თემაა.

როგორც გაზგასამართი სადგურების წარმომადგენლები ამბობენ, ბაზარზე კომერციული "იდილია" მას შემდეგ დაირღვა, რაც "სოკარმა" თავისი შვილობილი სადგურებისთვის გაზის უფრო დაბალ ფასად მიწოდება დაიწყო და ამით სხვები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. დაახლოებით 1 წლის წინ, "სოკარისა" და სხვა გაზგასამართ სადგურებს შორის ფასთა სხვაობა 1 კუბმ-ზე საშუალოდ 7-8 თეთრი იყო, ხოლო "სოკარის" მხრიდან სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზების შემთხვევაში, სხვაობა 10 თეთრსაც კი აღწევდა. ვითარება შარშან აგვისტოში შეიცვალა, როცა ავტოგაზის ფასი 5 თეთრით გაიზარდა და შემცირდა ფასთა სხვაობა "სოკარსა" და სხვა ავტოგასამართ სადგურებს შორის. მას შემდეგ ფასმა კიდევ რამდენჯერმე მოიმატა - ჯამში, დაახლოებით, 15 თეთრით. დღეს 1 კუბმ გაზი 1,25 ლარი ღირს და "სოკართან" შედარებით ფასთა სხვაობა მხოლოდ 1-2 თეთრია. მცირე სადგურების მფლობელები ამბობენ, რომ ფასის ზრდა ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. თუმცა 2014 წლის აგვისტოში, როცა ფასმა პირველად მოიმატა, 1 დოლარის ფასი 1,72-1,73 ლარის ფარგლებში მერყეობდა და არათუ არ გაზრდილა, ივლისთან შედარებით შემცირებული იყო კიდეც.

ბექა კემულარია, "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება": "კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა ჩვენი განცხადების საფუძველზე დაიწყო. მიგვაჩნდა, რომ ავტოგაზის კომპანიებმა 2014 წლის აგვისტოში კონკურენციის"კანონი დაარღვიეს. მათ შორის ჰორიზონტალურმა შეთანხმებამ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდა, ამას კი საცალო გაყიდვის ფასის პირდაპირ დადგენა - გაზრდა მოჰყვა. თითქმის ყველამ საცალო ფასი 5 თეთრით გაზარდა. თანაც მაშინ ფასის ზრდისთვის სხვა მიზეზები არ არსებობდა, ფასებს არც საერთაშორისო ბაზარზე მოუმატია. შემდეგ გაძვირება ნოემბერში განმეორდა და ფაქტობრივად, ფასები 10 თეთრით გაიზარდა. სააგენტომ ჩვენი განცხადება საფუძვლიანად მიიჩნია და მოკვლევა დაიწყო".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია