თბილისის შემოგარენში მდებარე აგარაკების "საარაკო" ფასები

თბილისის შემოგარენში მდებარე აგარაკების "საარაკო" ფასები

თბილისთან ახლომდებარე აგარაკებზე დამსვენებლების სიმცირეზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს დასვენება ოჯახებში ან საოჯახო ტიპის სასტუმროებში უწევს, ტარიფები წამყვანი სასტუმროების ფასს დიდად არ ჩამოუვარდება. თითქმის ყველა ტურისტულ დაბაში მომსახურება გაძვირებულია, რასაც ადგილობრივები ლარის გაუფასურებითა და ზოგადად ინფლაციით ასაბუთებენ. ამასთან, მეპატრონეები დამსვენებლებს ხშირად მთელი სეზონის საფასურის გადახდას წინასწარ ავალდებულებენ. ასე იყო წინა წლებშიც, თუმცა აგარაკებს დამსვენებელი არ აკლდა. ახლა კი ვითარება სხვაგვარია. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მიზეზი აქაც ლარის კურსია, რამაც უამრავი ადამიანის არჩევანი შეცვალა.

ცხელი ზაფხულისგან თუნდაც მცირეხნით თავის დაღწევა დედაქალაქის ნებისმიერი მკვიდრის დიდი სურვილია, მაგრამ ამის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს. ახლომახლო აგარაკებზე დასვენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. როგორც აღმოჩნდა, საზღვაო კურორტებზე არსებულ ფასებთან შედარებით, საქართველოს მთიან ნაწილში ფართის დაქირავება უფრო ძვირია. იშვიათი შემთხვევის გარდა, დამსვენებლები დღიური ქირის გადახდას ვერ ახერხებენ. შედარებისთვის, თუ ზღვაზე ტურისტი ბინას დღეში, ვთქვათ, მინიმუმ 15-20 ლარად დაიქირავებს, მთაზე დასვენებისთვის საზღაური მინიმუმ 1 თვეზე მაინც ვრცელდება. ხშირად ხდება, როდესაც ისინი წინასწარ მთელი სეზონის თანხას იხდიან იმის მიუხედავად, 2 კვირით მოუწევს დასვენება თუ უფრო ნაკლები ხნით.

წყნეთსა და კოჯორში ერთი თვით აგარაკის დაქირავება 1000-დან 3500 ლარამდე მერყეობს. ზოგ შემთხვევაში კი, ფასი მეტიცაა. თითქმის ანალოგიურია ერთი თვით ბინის დაქირავება ფასანაურსა და მანგლისში. კიკეთში დასვენების ღირებულება ოჯახისთვის 7000 ლარამდეც კი აღწევს, ხოლო ტაბახმელაში ეს ხარჯი 1500-დან 4000 ლარამდეა. ოდნავ ნაკლები ღირს დასვენება საგურამოში, რომელზეც ბოლო დროს მოთხოვნამ აშკარად მოიმატა. მხედველობაში გვაქვს კეთილმოწყობილ სახლებში დასვენების საფასური, ვისაც ამ მხრივ პრეტენზია არ აქვს, შედარებით ნაკლებ ფასშიც მოახერხებს დასვენებას, თუმცა 2000 ლარზე იაფად სახლი თითქმის არსად ქირავდება.

კიკეთში მცხოვრებთა ინფორმაციით, დამსვენებლებს ივნისიდან მასპინძლობენ. მათი თქმით, წელს მომსახურების ფასი ცოტათი გაზარდეს, რაც ტურისტების რაოდენობაზეც აისახა. "სახლის კეთილმოწყობაში ათასობით დოლარი მაქვს დახარჯული. სასტუმროს ტიპისაა და მაქსიმალურად კომფორტული, რომ ადამიანმა კარგად დაისვენოს. შარშან ერთი თვით ოჯახი 6000 ლარად მყავდა, წელს 500 ლარით გავაძვირე. დიდი სახლია და სამი-ოთხი ოჯახი თავისუფლად დაისვენებს, თუმცა ახლა მხოლოდ ერთ ოჯახს ვმასპინძლობ. რამდენიმე შეკვეთა მაქვს, აგვისტოში მეტს ველოდები. შარშან ზაფხულის განმავლობაში ათამდე ოჯახი

გვყავდა, აქედან სულ ორია, რომელიც წელსაც ჩვენთან დაისვენებს", - ამბობს ლელა თურმანიძე, სახლის მფლობელი.

ანალოგიური მდგომარეობაა კოჯორში. ადგილობრივების ინფორმაციით, დამსვენებლების დეფიციტი არ არის, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება იმ სიტუაციასთნა, რაც აქ შარშან იყო. "მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. შუაგული ზაფხულია, წესით, ის დრო, როცა დამსვენებლებს ვერ უნდა ავუდიოდეთ. მიუხედავად ამისა, ტურისტების სიმცირეა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია