რა ღირდა თავადის, აზნაურისა და გლეხის სისხლი - მკვლელების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეების საქართველოში

რა ღირდა თავადის, აზნაურისა და გლეხის სისხლი - მკვლელების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეების საქართველოში

დასჯა და სამართლის აღსრულება განუყრელად არის დაკავშირებული სახელმწიფოებრიობასთან, თუმცა ჯერ კიდევ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე იყენებდნენ ადამიანები დასჯისა და წამების მძიმე ფორმებს. როგორი იყო დასჯისა და წამების ძველი მეთოდები საქართველოში, ამ თემაზე ისტორიკოს გია ანჩაბაძეს მივმართეთ.

- შუა საუკუნეებში დასჯის ფორმები სხვადასხვა სოციალურ წრეებთან დაკავშირებით სხვადასხვა იყო. მაღალი წოდების ადამიანები ერთი და იგივე დანაშაულისთვის სხვადასხვა სასჯელს იღებდნენ, დაბალი წოდების ადამიანები კი სხვას.

სისხლის ფასი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასჯელი - სისხლის ფასი, ჯერ კიდევ გვაროვნული საზოგადოების დროს არსებობდა. ადამიანს თუ მოკლავდი ან დაჭრიდი, სათანადო გადასახდელი იყო დაწესებული. ფეოდალურ ხანაში საქართველოში ყველა წოდებას თავისი სისხლის ფასი ჰქონდა. მაგალითად, ვიცით, რომ გაბატონებული წოდება იყო თავადაზნაურობა. თავის მხრივ, თავადობაც და აზნაურობაც საფეხურებად იყოფოდა.

დიდებული თავადი, შუა და დაბალი თავადი, ასე იყო აზნაურებიც, პირველი ხარისხის აზნაური, მეორე და მესამე ხარისხის აზნაურები. ყველაზე ძვირი დიდებული თავადის სისხლი იყო, შუა თავადის მოკვლის ფასი პირველი თავადის საფასურის ნახევარი იყო, ხოლო დაბალი თავადის სიკვდილის საფასური შუა თავადის ფასის ნახევარი, ანუ დიდებული თავადის სისხლი ოთხჯერ მეტი ღირდა, ვიდრე დაბალი თავადისა. ზუსტად ასე იყო აზნაურებშიც. ყველაზე იაფი ყმა-გლეხის სისხლი იყო.

თუ ადამიანი თავადს ან აზნაურს მოკლავდა, შესაბამისი საფასური უნდა გადაეხადა. თუკი გვაროვნული წყობილების დროს სისხლი სისხლით ირწყვოდა, ანუ მოკლავდა და მკვლელიც უნდა მოეკლათ, თვალს ამოთხრიდა და დამნაშავისთვისაც თვალი უნდა ამოეთხარათ, ცივილიზებული საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ სისხლს ფულით აზღვევინებდნენ.

ამ კანონის მიხედვით, მკვლელი თუ საფასურს გადაიხდიდა, ის სამართლისგან თავისუფლდებოდა, მაგრამ ზოგჯერ მოკლულის ნათესავები მკვლელზე პირადად იძიებდნენ შურს, ხოლო თუ მკვლელი საფასურს ვერ გადაიხდიდა, ის მოკლულის ოჯახის კუთვნილება ხდებოდა, შეეძლოთ მისი გაყიდვა და ა.შ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

იღუმენი დავით კობაიძე არასოდეს ყოფილა ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი - რა განცხადებას ავრცელებს რუის-ურბნისის ეპარქია

ვინ გაივლის კორონავირუსზე შემოწმებას ტესტირების გაფართოებული გეგმით - ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის განმარტება

"უნდა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, ვისაც მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი და გადავუსხამთ პლაზმას" - ცერცვაძის თქმით, საქართველო პლაზმით მკურნალობის დაწყებისთვის მზადაა