როგორ მიმდინარეობდა ძლიერი ხანძრის ლიკვიდაცია სპორტის სასახლესთან - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

როგორ მიმდინარეობდა ძლიერი ხანძრის ლიკვიდაცია სპორტის სასახლესთან - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სასახლის მახლობლად არსებულ ხე-მცენარეებს, ბალახებსა და სამშენებლო მასალებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა, ცეცხლი ამ დროისთვის სრულად არის ლიკვიდირებული და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, გელაშვილს ამ ეტაპზე უჭირს გამომწვევი მიზეზების დასახელება. "რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, ძნელია ამის თქმა, ამას შემდგომი გამოძიება დაადგენს. ხანძარმა 1 ჰექტრამდე ფართი და მასზე არსებული ხეები, ბალახები და სამშენებლო მასალები დაწვა. რაც მთავარია, არ არიან დაშავებულები", - აღნიშნა დავით გელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ადგილზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელი ართულებდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრობლემაც მოგვარებულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია