კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:18 / 20-03-2017
"ნუ დამალავთ თქვენს შვილებს, მოკიდეთ ხელი და ქუჩაში ამაყად გაიარეთ"
20 წლის გიგო შიუკაშვილი საზოგადოებამ "X ფაქტორიდან" გაიცნო. იგი თანაწამყვანთან ერთად კურსანტებს წარადგენდა და მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ სპექტაკლშიც გამოჩნდა, დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდებოდა. გიგო დედისერთაა, დედა, ინგა სარჯველაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში უფროსის მოადგილეა. 4 წელზე მეტია პატიმრების რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის კუთხით მუშაობს.

გიგო შიუკაშვილი:

-დამთავრდა პროექტი, სპექტაკლშიც მივიღე მონაწილეობა და ახლა არდადეგები დამეწყო. მეთორმეტე კლასში გადავედი, წელს ვამთავრებ სკოლას. ძალიან მინდა მსახიობობა, აუცილებლად ჩავაბარებ თეატრალურში, მინდა ბევრი სამსახური მქონდეს, ბევრი მეგობარი მყავდეს, ჩემი მეგობრები მიყვარს. ტელეწამყვანობა ძალიან მომეწონა, მინდა სხვა პროექტებშიც მივიღო მონაწილეობა, მომეწონა თათუკასთან ერთად მუშაობა. ვამხნევებდი ადამიანებს და ეს პროცესი მომწონდა.
-გიგო, პროექტში როგორ აღმოჩნდი?
-ჩემი მეგობრები, კოკა და ნინო რომ გამოვიდნენ ნიჭიერში, მათთან ერთად მეც ვმონაწილეობდი, მათ უკან ვიდექი და ვცეკვავდი. მერე დამირეკეს და მითხრეს, ტელევიზიაში უნდა მოხვიდეო. თავიდან მითხრეს, ეს არის მოსინჯვა და ნუ შეიქმნი წინასწარ ისეთ განწყობას, რომ მოგიწევს ეკრანზე გამოჩენაო. დედამ მასწავლა, ათასჯერ უნდა მოვსინჯო და ბოლოს მაინც გამოვა.
მართლა გამოვიდა, მიხარია, მაგრამ "X ფაქტორი" წელიწადში ერთხელ არის და მე მინდა უფრო მეტად გავხდე პოზიტივი, უფრო ხშირად ვჩანდე ეკრანზე. ჩემი დედა ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს, რომ ასეთი თბილი დედიკო მყავს. ის მკაცრი საერთოდ არ არის. ხშირად მარიგებს ჭკუას და მაძლევს დარიგებებს.
-როგორია თქვენი ერთი დღე?

ინგა სარჯველაძე:

-დილის შვიდის ნახევარზე რეკავს ჩვენი მაღვიძარა, შვიდ საათზე მივდივართ დედა"შვილი ცურვაზე, მერე გიგოს ვტოვებ სახლში და მე სამსახურში მივდივარ. მთელი ცხოვრება ძალიან დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, არასდროს მქონდა ისეთი სამსახური, სადაც შეიძლებოდა დრო მომეპარა, ამის მიუხედავად, სამსახურს არასდროს შეუძლია ხელი რომ შვილისთვის დრო მქონოდა და მიმეცა ის, რაც მას სჭირდებოდა.
-თქვენს დატვირთულ გრაფიკს გიგო არ აპროტესტებდა?
განაგრძეთ კითხვა
11:08 / 21-03-2017
***
0
თიკას უფლების დარღვევა ვერსად დავინახე.
როგორც მას არ მოსწონს უნარშეზღუდული ადამიანების ყურება ტელევიზიით, ისევე კეთილ და გულისხმიერ ადამიანებს არ მოეწონებათ მისი კომენტარი.
10:35 / 21-03-2017
ucnobi
0
გასაგებია ლანძღვა კარგია არ არის მაგრამ გაიძულებენ რას ქვია გიგოს გამოო არ ვუყურებო რატომ ვითომ შენზე ნაკლებია თუ რაა გმერთა ნუ სცოდავთ არავინ იცის ვის როდის რა ელის და რა დაემართება დძალიანაც კარგი კიდევ უიფრო დიდი დოზიტ უნდა იყონ ტელევიზიითაც და კველგან და ვიგაც თიკას და გიოსნაირები კი უნდა გაირიყონ საზოგადოებიდან დაგააპანღურონ რასქვია მისი აზრია აზრი მასჰინაა როცა ცოტა ნორმალურთან მიახლოებულს მაინც ამბობენ და არა ასეთ სისულელეს
მსგავსი სიახლეები
"ამ ეტაპზე კი ასეთი არჩევანი გავაკეთეთ, ალტერნატიული პროფესია რომ ჰქონოდა"
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც გიგო ითხოვს, მიეცეს ოცნების ახდენის უფლება
"დედიკოებს არ უნდა აწყენინოთ, მე არ ვაბრაზებ. სულ უნდა ვეფეროთ"
თათუკა ნარტყოშვილი ''რუსთავი 2''-ში წლებია მუშაობს, პროფესიით ჟურნალისტია
"X ფაქტორის" ამბები Ambebi.ge-ზე| +VIDEO "ჩვენ შორის ბევრი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
20:01 / 24-09-2017  Image დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დაკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკვებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
09:13 / 24-01-2017  Image კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან
"ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად, სიმღერები დარჩება"
22:45 / 24-09-2017  Image "მზე სასწორში გადავიდა..." - ასტროლოგი მომდევნო თვის ტენდენციებზე
"ხელსაყრელი დროა გამწვავებული ურთიერთობების დასალაგებლად, უთანხმოებების მოსაგვარებლად"
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49