"ნუ დამალავთ თქვენს შვილებს, მოკიდეთ ხელი და ქუჩაში ამაყად გაიარეთ"

"ნუ დამალავთ თქვენს შვილებს, მოკიდეთ ხელი და ქუჩაში ამაყად გაიარეთ"

20 წლის გიგო შიუკაშვილი საზოგადოებამ "X ფაქტორიდან" გაიცნო. იგი თანაწამყვანთან ერთად კურსანტებს წარადგენდა და მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ სპექტაკლშიც გამოჩნდა, დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდებოდა. გიგო დედისერთაა, დედა, ინგა სარჯველაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში უფროსის მოადგილეა. 4 წელზე მეტია პატიმრების რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის კუთხით მუშაობს.

გიგო შიუკაშვილი:

-დამთავრდა პროექტი, სპექტაკლშიც მივიღე მონაწილეობა და ახლა არდადეგები დამეწყო. მეთორმეტე კლასში გადავედი, წელს ვამთავრებ სკოლას. ძალიან მინდა მსახიობობა, აუცილებლად ჩავაბარებ თეატრალურში, მინდა ბევრი სამსახური მქონდეს, ბევრი მეგობარი მყავდეს, ჩემი მეგობრები მიყვარს. ტელეწამყვანობა ძალიან მომეწონა, მინდა სხვა პროექტებშიც მივიღო მონაწილეობა, მომეწონა თათუკასთან ერთად მუშაობა. ვამხნევებდი ადამიანებს და ეს პროცესი მომწონდა.

-გიგო, პროექტში როგორ აღმოჩნდი?

-ჩემი მეგობრები, კოკა და ნინო რომ გამოვიდნენ ნიჭიერში, მათთან ერთად მეც ვმონაწილეობდი, მათ უკან ვიდექი და ვცეკვავდი. მერე დამირეკეს და მითხრეს, ტელევიზიაში უნდა მოხვიდეო. თავიდან მითხრეს, ეს არის მოსინჯვა და ნუ შეიქმნი წინასწარ ისეთ განწყობას, რომ მოგიწევს ეკრანზე გამოჩენაო. დედამ მასწავლა, ათასჯერ უნდა მოვსინჯო და ბოლოს მაინც გამოვა. მართლა გამოვიდა, მიხარია, მაგრამ "X ფაქტორი" წელიწადში ერთხელ არის და მე მინდა უფრო მეტად გავხდე პოზიტივი, უფრო ხშირად ვჩანდე ეკრანზე. ჩემი დედა ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს, რომ ასეთი თბილი დედიკო მყავს. ის მკაცრი საერთოდ არ არის. ხშირად მარიგებს ჭკუას და მაძლევს დარიგებებს.

-როგორია თქვენი ერთი დღე?

ინგა სარჯველაძე:

-დილის შვიდის ნახევარზე რეკავს ჩვენი მაღვიძარა, შვიდ საათზე მივდივართ დედა"შვილი ცურვაზე, მერე გიგოს ვტოვებ სახლში და მე სამსახურში მივდივარ. მთელი ცხოვრება ძალიან დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, არასდროს მქონდა ისეთი სამსახური, სადაც შეიძლებოდა დრო მომეპარა, ამის მიუხედავად, სამსახურს არასდროს შეუძლია ხელი რომ შვილისთვის დრო მქონოდა და მიმეცა ის, რაც მას სჭირდებოდა.

-თქვენს დატვირთულ გრაფიკს გიგო არ აპროტესტებდა?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია