საგანგებო სიტუაციების სააგენტო ხანძრის შედეგად მომწამლავი ნივთიერების გავრცელების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საგანგებო სიტუაციების სააგენტო ხანძრის შედეგად მომწამლავი ნივთიერების გავრცელების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ხანძრის შედეგად მომწამლავი ნივთიერების გავრცელების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა, მოქალაქეებს ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

"ინფორმაციას ხანძრის შედეგად მომწამლავი ნივთიერების ვითომდა გავრცელების შესახებ არ ვადასტურებ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს", - აღნიშნა ზვიად ქაწაშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას დაკარგულების შესახებ, ზვიად ქაწაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ორი დაკარგული პირის ძებნა, რომლებიც სავარაუდოდ ხანძრის დროს შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამ დროისთვის გუდაუთის ქუჩაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

რა ხდებოდა დღეს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, იხილეთ: იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ყველა ინფორმაცია ხანძრის შესახებ იხილეთ ტეგზე# ხანძარი ელიავაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია