სასწაულებრივად გადარჩენილი გოგონას ინტერვიუ

სასწაულებრივად გადარჩენილი გოგონას ინტერვიუ

გასულ კვირას, ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში მომხდარ ტრაგედიას მთელი სოფელი განიცდის. იმ საბედისწერო დღეს მდინარე მტკვარში საბანაოდ 6 ახალგაზრდა ერთად წავიდა.

და-ძმა, 20 წლის მარიანა და 15 წლის გიორგი ფოცხვერაშვილები და მათი მეგობარი, 21 წლის ვერიკო ზედგინიძე, მოულოდნელად, წყლის სიღრმეში აღმოჩნდნენ და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს, თურმე არც ერთმა ცურვა არ იცოდა, ისინი დინებამ გაიტაცა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი მეგობარი, 15 წლის მარი ბერიძე, უკან გამოცურვა მხოლოდ 15 წლის არჩილ ინასარიძემ შეძლო, მან ცურვა იცოდა. თურმე, ცდილობდა მეგობრების გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერი ისე მყისიერად მოხდა, ახალგაზრდების მშველელი არავინ აღმოჩნდა. ამ შემზარავ ტრაგედიას მარიანას ორი წლის ბიჭუნაც შეესწრო, ბავშვი მდინარის ნაპირთან იჯდა, 15 წლის ხვიჩა ნაზარეტიანთან ერთად.

შოკში იყო სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მარი ბერიძე. მას ვთხოვეთ, ეს ტრაგიკული დღე გაეხსენებინა:

- ჩემი მეგობარი, ვერიკო ზედგინიძე ჩემთან სახლში მოვიდა და მითხრა, მდინარეზე საბანაოდ წავიდეთო. მამაჩემს ვუთხარი, რომ მივდიოდით და სახლიდან გამოვედით. გზად ჩემს მეზობლად მცხოვრებ, ჩვენს მეგობარს, მარიანას და მის ძმას, გიორგის გავუარეთ. გიორგი ჩემი თანაკლასელია, ვერიკომ იმათაც სთხოვა წამოსვლა, მეც ვუთხარი, წამოსულიყვნენ. მეორე დღეს მარიანა თავის პატარასთან ერთად რუსთავში ბრუნდებოდა, იქ იყო გათხოვილი. ცოტა ხნით ჩამოვიდა მშობლებთან, ისიც დაგვეთანხმა, - წამოვალ და ეს დღე მინდა სულ დაგვამახსოვრდესო. მერე ყველამ ერთად აჩიკო ინასარიძეს გავუარეთ, მას არ უშვებდნენ მშობლები, მაგრამ ვერიკომ ისიც გამოაშვებინა. აჩიკოს ბიძაშვილი, ხვიჩაც წამოვიდა ჩვენთან ერთად და ექვსივენი, მარიანას პატარასთან ერთად, წავედით მდინარეზე. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია