საცურაო აუზები თბილისში მდიდრებისთვის, საშუალო ფენისა და მათთვის, ვინც ხელმისაწვდომ ფასებს ეძებს

საცურაო აუზები თბილისში მდიდრებისთვის, საშუალო ფენისა და მათთვის, ვინც ხელმისაწვდომ ფასებს ეძებს

ზაფხულში სიცხის მატებასთან ერთად ხალხმა ისეთი ადგილების ძებნა დაიწყო, სადაც გაგრილებას, დასვენებას და გარუჯვას შეძლებს. სწორედ ამიტომ, საკმაოდ მაღალი ფასების მიუხედავად, საურაო აუზის მეპატრონეები კლიენტთა სიმცირეს არ უჩივიან. ასეთი ადგილები კი თბილისში არც ისე ცოტაა.

ფასის მიხედვით საცურაო აუზებს მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორია სტუმრობს. თბილისში არსებული ძვირადღირებული საცურაო აუზებიდან ერთ-ერთი ვაკის საცურაო აუზია. ვაკის საცურაო აუზის მენეჯერი ამბობს, რომ ერთჯერადი საშვის და აბონემენტის ქონის შემთხვევაში კლიენტები ერთნაირი მომსახურებით სარგებლობენ.

"ერთჯერადი საშვის ღირებულება 60 ლარს შეადგენს. განსხვავებულია აბონემენტის ფასი. აქციით ერთთვიანი აბონემენტის აღება შეუზღუდავი დროით 350 ლარი ღირს. თუ აუზზე მოსვლას სამუშაო დღეებში მოისურვებთ შეზრუდული დროით, დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე 240 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბავშვის აბონემენტში შედარებით ნაკლები ფასის გადახდა მოგიწევთ; 12 გაკვეთილი სულ რაღაც 190 ლარი დაგიჯდებათ. პაკეტში შედის: აუზი, ტრენაჟორები, ჯაკუზები, საუნები და პირსახოცები",- განაცხადა თათა ჩუთლაშვილმა.

ერთ-ერთი ძვირადღირებული საცურაო აუზი "Holiday Inn" გახლავთ. სამუშაო დღეებში ერთი ვიზიტი 90, ხოლო შაბათ-კვირას 75 ლარი დაგიჯდებათ. თვის განმავლობაში 14 შესვლის საფასური კი 245 ლარია.

"რედისონის" საცურაო აუზი დღეების მიხედვით საკუთარ მომხმარებელს განსხვავებულ ფასებს სთავაზობს.

"აბონემენტით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენს მომსახურებაში მხოლოდ გარე აუზი შედის. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ერთჯერადი ვიზიტი 50 ლარი ღირს, პარასკევს 75, ხოლო შაბათ-კვირას 90 ლარი. თუ აბონემენტით სარგებლობას მოისურვებთ, სამუშაო დღეებში 500, ხოლო შაბათ-კვირას 700 ლარის გადახდა მოგიწევთ", - ამბობენ "რედისონში".

საცურაო აუზში "ნეპტუნი" ერთი ვიზიტი 50 ლარს შეადგენს. "ნეპტუნი" საკუთარ მომხმარებლებს ორთვიან და 6 თვიან ხელშეკრულებებს და განსხვავებულ პირობებს სთავაზობს.

"2-თვიანი ხელშეკრულების შემთხვევაში 20 ვიზიტი 400 ლარს შეადგენს, ულიმიტო პაკეტის ფასი განსხვავებულია, - 2 თვეში 600 ლარის გადახდა მოგიწევთ. 6-თვიანი ხელშეკრულებაც 2 სახისაა: 12 ვიზიტის ფასი 250 ლარია, ხოლო ულიმიტო პაკეტის ფასი თვეში 300 ლარს შეადგენს. ჩვენს მომსახურებაში შედის აუზი, ტრენაჟორები და საუნა", - უთხრეს "ნეპტუნში" AMBEBI.GE-ს.

"ჯინო ფარადაისში" სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტის ფასი 39 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 49 ლარი დაგიჯდებათ. როგორც საცურაო აუზის მენეჯერმა გვითხრა, მათთან არ მოქმედებს აბონემენტი. მათ აქვთ ე.წ. ოჯახური პაკეტი. ორს პლუს ერთი, რომლის ფასი 109 ლარს შეადგენს, ორს პლუს ორი 119, ხოლო ორს პლუს სამი 129 ლარს შეადგენს. ოჯახური პაკეტის შეძენის შემთხვევაში საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ, როგორც ღია, ისე დახურული აუზით.

"კრწანისი რეზიდენციის" საცურაო აუზი საკუთარ მომხმარებლებს განსხვავებულ ფასებს სთავაზობს. სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტი 30 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 40 ლარი დაგიჯდებათ. აბონემენტით სარგებლობის შემთხვევაში თვეში 14 ვიზიტი 280 ლარი, ხოლო ერთი თვე ულიმიტო აბონემენტით სარგებლობა 450 ლარს შეადგენს. მათ მომსახურებაში შედის: ორი პირსახოცი, შეზლონგი, და სატრენაჟორო დარბაზი.

საშუალო ფენისთვის ფასები განსხვავებულია. გართობა და დასვენება ყველასთვის ხელმისაწვდომია. ერთჯერადი შესვლის საშუალო ფასი 15 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს.

"ჯიქიას საცურაო აუზზე" ერთჯერადი ვიზიტის ფასი სამუშაო დღეებში 14 ლარი, ხოლო კვირის ბოლოს 17 ლარს შეადგენს. აუზზე ყოფნა მთელი დღის განმავლობაში ულიმიტოა. ამ ფასს ემატება ჯანმრთელობის ცნობის ფასი 10 ლარის ოდენობით. 12 ვიზიტიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში 135 ლარის გადახდა მოგიწევთ.

შედარებით დაბალი ფასებია "სი საიდში"- ერთჯერადი ვიზიტი საღამოს 6 საათამდე 15 ლარს, ხოლო 6 საათის შემდეგ 20 ლარს შეადგენს. თუ აბონემენტს შეიძენთ 76 ლარის გადახდა მოგიწევთ. მომსახურებაში შედის აუზი, ტრენაჟორები და საუნები.

"გლდანის საცურაო აუზი საკუთარ მომხმარებელს აგრეთვე ხელსყრელ ფასებს სთავაზობს. ერთჯერადი სტუმრობა სულ რაღაც 20 ლარი დაგიჯდებათ. ამას ემატება სამედიცინო შემოწმების ფასი 5 ლარის ოდენობით.

აბონემენტი მხოლოდ აუზზე კვირაში 2-ჯერ 80 ლარს შეადგენს. ფიტნესთან ერთად - 130 ლარი. კვირაში 3-დღიანი ვიზიტი აუზთან, ფიტნესთან და საუნასთან ერთად 150 ლარს შეადგენს.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ