როგორ აფასებდა ნიკა გვარამია "იმედის" ქონების დაყადაღებას 2007 წელს, როდესაც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო

როგორ აფასებდა ნიკა გვარამია "იმედის" ქონების დაყადაღებას 2007 წელს, როდესაც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო

"რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია, რაც ინტერნეტში დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ტელევიზიას ინტერნეტმომხმარებელთა მცირე ჯგუფი მხარდაჭერას "ფეისბუქზე" არხის ლოგოს ავატარად დაყენებით, გაცილებით დიდი რაოდენობა კი, ამ დროისათვის (15:00-ის მონაცემები) 21,589 წევრი, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა ჯგუფში გაწევრიანებით ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებებსა და "საომარ" შემართებებს ცინიკურად უყურებს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელთა ამგვარი განწყობა გვარამიას პოლიტიკური წარსულით არის ნაკარნახევი. Youtube-ზე განთავსებულია 2007 წლის ჩანაწერი, რომელშიც იმ პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია "ტელე-იმედის" ქონების დაყადაღების კომენტირებისას ამბობს:

"ბადრი პატარკაციშვილი მართავს ამ არხის საინფორმაციო პოლიტიკას, ეს ადამიანი იქნა ეჭვმიტანილად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ის ტელევიზია დაყადაღდა, რომლის მეშვეობითაც მართავს მთელ ამ პროცესებს... 

გამოძიება, ბუნებრივია, მუშაობს სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც ნათლად ადასტურებენ კიდევ სხვა გარემოებებსაც, რომ "იმედი" არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი გამშუქებელი იმ მოვლენებისა, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში".

იხილეთ ვიდეო

დღეს, როდესაც ნიკა გვარამია პოსტს არა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში, არამედ "რუსთავი 2"-ში იკავებს, მისი დამოკიდებულება დამოუკიდებელ ტელევიზიის მცნების მიმართ სრულიად საპირისპიროა.

"რუსთავის 2 საქმე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საქმე ქართული დემოკრატიისათვის, ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილზე ხელს," - აცხადებს გვარამია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია