"მე ჯერ ჟურნალისტი ვარ და მერე მომღერალი" - ნინო ჩხეიძე ხალხს "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

"მე ჯერ ჟურნალისტი ვარ და მერე მომღერალი" - ნინო ჩხეიძე ხალხს "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაყადაღებასთან დაკავშირებით ცნობილი სიმღერების შემსრულებელი ნინო ჩხეიძე სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ "რუსთავი 2” იმსახურებს ხალხის თანადგომას".

"ჩემო მეგობრებო, არ მჩვევია სტატუსების გამოქვეყნება საკითხების მიმართ, რომელიც პოლიტიკურ შინაარს შეიცავს, თუმცა ბოლო დღეებია მეგობარი ტელეკომპანიის, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვენებზე მინდა ჩემი პოზიცია გაგიზიაროთ. ტელეკომპანიამ თავისი არსებობის მანძილზე მოიპოვა ხალხის ნდობა, რაც ნიშნავს რომ მას აქვს უნარი იყო ხალხის ხმის გამხმოვანებელი, ტელეკომპანიამ მოახერხა და დღეს წარმოდგენილია რეიტინგებში პირველ ადგილზე, რაც ნიშნავს, რომ ის ქმნის ხარისხხიან პროდუქტს, შესაბამისად იქ მომუშავე თითოეული თანამშრომელი არის პროფესიონალი.

მე ჩემი მხრიდან სოლიდარობას გამოვხატავ ტელეკომპანიის მიმართ და როგორც რიგითი ქართველი მზად ვარ დავიცვა თავისუფალი სიტყვა, რადგან მე ჯერ ჟურნალისტი ვარ და შემდეგ მომღერალი.

მე მეამაყება ქვეყანა სადაც ხალხი სოლიდარულია და მათ აქვთ გვერდში დგომის უნიკალური შესაძლებლობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას და ჩვენ შევძლებთ ერთიან ძლიერ საქართველოშ ცხოვრებას, რამეთუ თავიუფალი სიტყვა და ხალხის ერთიანობა ქმნის ქვეყნის მომავალს.

"რუსთავი 2” იმსახურებს ხალხის თანადგომას", - წერს ნინო ჩხეიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია