პატრიარქმა აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგო

პატრიარქმა აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგო.

პატრიარქი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. უწმინდესმა გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებლად სანთლები დაანთო. მემორიალთან მასთან ერთად სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.

"ძალიან მტკივნეულ დღეს ძმათა სასაფლაოზე მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი. მან დაიტირა გარდაცვლილები და ამავე დროს გაამხნევა და ანუგეშა ჭირისუფალი. ის, რისთვისაც ამ ბიჭებმა გაიღეს სიცოცხლე, არის უმაღლესი საზომი ჩვენი ცხოვრების და ისინი მარადიულ სასუფეველში გადავიდნენ. როგორც პატრიარქი ბრძანებს, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი", - განაცხადა მთავარმა სამხედრო მოძღვარმა მამა დავით ლონდარიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია