"დინამო არენაზე" საზეიმო ღონისძიებები დაიწყო

"დინამო არენაზე" საზეიმო ღონისძიებები დაიწყო

უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები დაიწყო. თბილისში ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან.

გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ, ორივე გუნდი მინდორზე გამოვა და უეფა-ს სუპერთასის ჰიმნი შესრულდება.

გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ უეფა-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა "დინამო არენაზე" რამდენიმე წუთში დაიწყება.

დღევანდელი სუპერთასის გათამაშების დევიზია - "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

იხილეთ ასევე: "დინამო არენა" თბილისის სუპერთასის თამაშის დაწყებამდე 2 სთით ადრე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია