"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებულია

"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებულია

"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებული გახდა. "ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. "ბარსელონას" დღევანდელი გამარჯვებისთვის სუპერთასი გადაეცა. "ბარსელონას" კაპიტანს ანდრეს ინიესტას თასი უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გადასცა. რაც შეეხება "სევილიას" მათ ვერცხლის მედლები გადაეცათ.

"ბარსელონამ" გულშემატკივრებს მხარდაჭერიოსთვის მადლობა გადაუხადა. თბილისში, "დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდნენ პირველი გოლი მატჩის მესამე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ გაიტანა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "ბარსელონას" ფეხბურთელი რაფინიაა, 52-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა. 57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიას" ფეხბურთელმა გამეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა და "ბარსელონასთან" ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე გატანილი გოლით კონოპლიანკამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ დამატებითი დრო დაინიშნა. 115-ე წუთზე "ბარსელონა" დაწინაურდა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრომ გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" მიმდინარეობდა და მას 51 940 გულშემატკივარი ესწრებოდა.

უეფა-ს სუპერთასის დღევანდელი მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვიდა მინდორზე და შესრულდა უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.

საზოგადოების წინაშე წარდგა ცეკვის ანსამბლი "ერისიონი". წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მონაწილეობდა: 80 პროფესიონალი მოცეკვავე, 70-90 მოზარდი, 10-20 მედოლე ბავშვი.

მოზარდებმა მოედანზე შემოიტანეს უზარმაზარ დროშები უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფა-ს სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილი გუნდების სახელები და დევიზი "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იყო 1000 ბავშვის და მათი თანმხლები პირის, ასევე ფეხბურთელებისა და მსაჯებისაგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად.

ღონისძიებაზე დათო ფორჩხიძის სტუდიის ბავშვებმა ჯონ ლენონის სიმღერა "იმაგინე" შეასრულეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის, ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.

ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობდნენ: 20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან, 20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან, 15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან, 720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან, 10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან, 19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან, 9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან, 15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან და 20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან.

იხილეთ ვიდეოები: "ბარსელონამ" უეფას სუპერთასი მეხუთედ თბილისში მოიგო

ევროპის სუპერთასის საზეიმო გახსნა ”დინამო არენაზე”

მესის ორი გოლი ევროპის სუპერთასზე

ვის ეკუთვნის ცარიელი სკამი საპატიო სტუმართა ლოჟაში სუპერთასის მატჩზე?

"მესის რეაქცია ია ფარულავას დანახვაზე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია