მესიმ თბილისელ ფანებს მადლობა გადაუხადა

მესიმ თბილისელ ფანებს მადლობა გადაუხადა

”გამიმართლა, რომ ორი გოლის გატანა მოვახერხე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა მოიგო და მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც მხარს გვიჭერდა და ასე თბილად შეგვეგება”, - განაცხადა საფეხბურთო გუნდ "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ უეფას სუპერთასის ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სახლში ვთამაშობდით, იმხელა იყო ხალხის მხარდაჭერა. თითქოს ჩვენ ვიყავით მასპინძლები. ჩვენი მიზანია გამარჯვება და ყველა შესაძლო ტიტულის მოგება. დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან ახალ საფეხბურთო სეზონს გამარჯვებულები ვხვდებით. მატჩი ჩვენთვის უცნაურად დაიწყო, ვაგებდით, მაგრამ ჩვენ გაცილებით ძლიერი და უკეთესი გუნდი ვიყავით”, - განაცხადა მესიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორიგინალი სტატია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია