"ორივე ცოლს არაყი ვარჩიე" - გარდაცვლილი მსახიობის, ზურა ბეგალიშვილის დრამატული პირადი ცხოვრების დეტალები

"ორივე ცოლს არაყი ვარჩიე" - გარდაცვლილი მსახიობის, ზურა ბეგალიშვილის დრამატული პირადი ცხოვრების დეტალები

მსახიობი ზურა ბეგალიშვილი გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.

მსახიობი, მეტწილად, მხატვრულ ფილმებში ნეგატიურ პერსონაჟებს განასახიერებდა. ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, სამი შვილი ჰყავს. საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ პრესასთან გულახდილი საუბრებით არასდროს გამოირჩეოდა. AMBEBI.GE გთავაზობთ ინტერვიუს გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" არქივიდან, რომელშიც ზურა ბეგალიშვილი პირად ცხოვრებაზე ყვება (კადრები ფილმებიდან ზურა ბეგალიშვილის მონაწილეობით)

"პრაიმ-ტაიმი": სასმელი, რომ არა, უფრო მეტს შეძლებდით?

– რაშია იცი საქმე? ეს ლოთობაც "ტეხავს", მაგრამ, რომ გითხრა, სასმელის გამო, არ გადამიღეს-მეთქი, ასეთი რაღაც ორჯერ მოხდა. ისეთი როლები იყო, რომ მე თვითონ არ მინდოდა. მე, ფულის გამო არ ვთანხმდები ყველა ფილმში მონაწილეობას. ნასვამსაც ბევრჯერ მითამაშია, სცენაზეც და ეკრანზეც, მაგრამ ვერ შეუმჩნევიათ. ერთხელ მიშა თუმანიშვილმა შემატყო და მითხრა: - ბიჭო, დილით ნუ სვამო, ეს არ დამავიწყდება... განუმეორებელი ადამიანი იყო. ბატონ მიშასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. ბევრ რამეს ვნანობ, თუნდაც იმას, რომ სასმელმა ორი ოჯახი დამინგრია. არაყი ვარჩიე ორივეს... არ მინდა ვინმემ იგივე გაიმეოროს. ალკოჰოლის გამო, ბევრ ადამიანს მოვაკელი სიამოვნება. "ზაპოის" დროს, სასმელი რომ გიტრიალებს თავში, იქ უკვე ვეღარ ფიქრობ ვერაფერს. ბავშვებს სწყინთ ჩემი სასმელთან დამოკიდებულება, მაგრამ, რომ არ "ჩავარტყა", ცუდად ვხდები. როგორც მანქანას ბენზინს უსხამ, ასეა რა, 100 გრამს ჩაარტყამ, და ეგ არის. მერე მთელი დღე აზრზე მოდიხარ. ბევრჯერ მიფიქრია, სასმელის გადაგდება და ერთწლიანი კოდიც გამიკეთებია, მაგრამ ვერა... პირველად ექვსთვიანი კოდი გავიკეთე და საერთოდ არ დამილევია. ბოლოს ერთწლიანი გავიკეთე და შვიდი თვის თავზე დავლიე, საშინელი რეაქცია მომცა, მაგრამ როგორღაც გადავიტანე. ფხიზელი ზურა სხვანაირია. ამ დროს წყნარი, მშვიდი და კეთილია... არა, გრადუსშიც არა ვარ აგრესიული, მაგრამ "ლომკაში" აფორიაქებული ვარ. დღეს, რომ არ დავლიო, დეპრესიაში ჩავვარდები და სახლში ჩავიკეტები. სამი წლის წინ ტროტუარზე დავეცი. ცხვირზე შრამი იქიდან მომყვება, ესეც ლოთობის ბრალია..."

"გული სწყდებათ, ერთად რომ არა ვართ..."

მსახიობს ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. პირველი ცოლი მინიატურების თეატრის მსახიობი ლუარა ჩუქუაა, რომელთანაც 27 წლის ზვიადი ჰყავს. მეორე მეუღლესთან, ნელიკო მახარაძესთან – 14 წლის ირინა და 10 წლის დათო. "ზვიადიკო, ეგვიპტეშია. მსახიობობას გოგო აპირებს, კარგად ცეკვავს და ვნახოთ რა იქნება. ორივე ბიჭთან ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს. ირინკას და დათუნას, უნდათ, რომ მე და ნელიკო შევრიგდეთ. გული სწყდებათ, ერთად რომ არ ვართ. ნელიკო დღესაც ისე მიყვარს, როგორც ადრე. გატეხილის შეწებებაც შეიძლება..."

წყარო| "პრაიმ-ტაიმი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია