AMBEBI.GE-ზე გამოქვეყნებული სტატიაში, რომელშიც ნიკა გვარამია ლევან ბერძენიშვილის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება, დაშვებულია მექანიკური შეცდომა, რომლის მიზანი არ იყო კონკრეტული პიროვნებების და პირველ რიგში, მკითხველის დაზარალება არაზუსტი ინფორმაციის გამო.
სტატიაში მოყვანილი დიალოგიდან ფრაზა, - "მაპატიეთ და, ასეთი გან*ონიც არ მეგონა", ლევან ბერძენიშვილის მიმართ არა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, არამედ იუმორისტ ნიკა გრიგოლიას ეკუთვნის.
რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებას ლევან ბერძენიშვილის გამონათქვამზე, რომ "რუსთავი 2 ნაგავია, მაგრამ სატელევიზიო სივრცეში მაინც უნდა იყოს", ასეთია:
"ნამდვილად, ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში. ამიტომაც ყოველთვის ვწერთ თქვენს კომენტარებსაც".
ამასთან, ნიკა გვარამია ლევან ბერძენიშვილს დეგრადირ-დემითოლოგიზირებულს უწოდებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტის, თენგო გოგოტიშვილის რეპლიკაზე, - "არ მივესალმოთ ამ კაცს? დავუმახსოვროთ მაინც", გვარამია პასუხობს:
"არც მივესალმოთ და არც დავუმახსოვროთ. თავისი ეყოფა მაგ კაცს. დეგრადირ-დემითოლოგიზირებულია". შემდეგ კი, "ფეისბუქის" საჯარო დისკუსიაში, ლევან ბერძენიშვილის მიმართ შემდეგ შეფასებას წერს:
"ეგეთი მეასე ვიოლინო მაგ უმრავლესობაში იმდენია და ყველა ერთიდაიგივე სისულელეს ბოდავს, მაგათ პასუხებზე თუ ავეწყვეთ, საქმე როდისღა ვაკეთოთ".
AMBEBI.GE-ს რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველს, ვინაიდან არამიზანმიმართულად, თუმცა სამწუხაროდ, სტატიაში მოხდა ფაქტობრივი შეცდომის დაშვება.
იმედია, AMBEBI.GE-ს ეს ბოდიში სამაგალითო იქნება ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის (პირველ რიგში კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელევიზიისთვის) რომლებიც, ჩვენი რედაქციისგან განსხვავებით (სადაც ეს შეცდომა სრულიად არამიზანმიმართულად და ყოველგვარი მოტივაციის გარეშშე იქნა დაშვებული), ინფორმაციის შეგნებული დამახინჯების, ფაქტების დამალვის, ან ახალი ამბის, არა როგორც ფაქტის, არამედ ინტერპრეტირებული ამბის გაშუქების გამო მოიხდის.