რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს ცოლ-ქმრის უფლებებზე, ქონების გაყოფაზე და რის მიხედვით წესდება ალიმენტი

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს ცოლ-ქმრის უფლებებზე, ქონების გაყოფაზე და რის მიხედვით წესდება ალიმენტი

განქორწინების იურიდიულ საკითხებსა და ალიმენტის დაწესებაზე ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გვესაუბრება:

- პროცედურულად, რის საფუძველზე ხდება განქორწინება? რა ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი?

- თუ ორივე მეუღლე თანახმაა განქორწინებაზე, მათ ერთობლივად, განცხადებით უნდა მიმართონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში სამოქალაქო რეესტრი იღებს გადაწყვეტილებას. ხოლო თუ მეუღლეებს შორის არსებობს პირადი ან ქონებრივი დავა, ამ შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ სასამართლოს და განქორწინება ხდება სასამართლო წესით. სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად, რომლის მაქსიმალური ვადა 6 თვეა, მაგრამ თუ სასამართლო მაინც დაადგენს, რომ მათი თანაცხოვრება შეუძლებელია, იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.

- თუ ერთი მხარე არ თანხმდება განქორწინებას, მაშინ როგორ წყდება საკითხი? და დაახლოებით რა ვადებში სრულდება პროცესი?

- განქორწინებისთვის ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია, რადგან მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინება. თუ ერთი მხარე განქორწინების წინააღმდეგია, მაშინ გადაწყვეტილების მიღების გზა მხოლოდ სასამართლოა. საქმეს განიხილავს მოსამართლე და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. აქ რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება არის ის, რომ ქმარს უფლება არა აქვს მოითხოვოს განქორწინება მაშინ, როდესაც ცოლი ორსულადაა ან ბავშვის დაბადებიდან ერთი წელი არ გასულა. რაც შეეხება პროცესის ვადებს, ზოგადად ამისთვის 3 თვეა, თუმცა გააჩნია დავას, ასევე სასამართლოს დროის უქონლობის გამო, ქართულ სინამდვილეში, პროცესის დასრულება, როგორც წესი, იწელება ხოლმე.

- ქონების გადანაწილების თემა ყოველთვის იწვევს ინტერესს....

- მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით სასამართლო ვალდებულია, განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია