შიშველი უკრაინელი ტურისტების მოგზაურობა თბილისის მეტროში - "Пиво, ой и метрострой"

შიშველი უკრაინელი ტურისტების მოგზაურობა თბილისის მეტროში - "Пиво, ой и метрострой"

Georgia trip 2015: Пиво, ой и метрострой - საქართველოში მოგზაურობის შესახებ შთაბეჭდილებებს ამ სათაურით უკრაინელი ტურისტი საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს.

"რა თქმა უნდა, საქართველოში სტუმრობა თბილისის მშენებარე და მოქმედი მეტროს დათვალიერების გარეშე არ ჩაივლიდა", - წერს უკრაინელი ტურისტი ზაპალ ზალასზოვი თავის ბლოგზე და მკითხველს თბილისის მეტროს შესახებ ინფორმაციასაც აწვდის.

"ის 1966 წლის 11 იანვარს შევიდა ექსპლუატაციაში და საბჭოთა კავშირის ფარგლებში მეოთხე მეტრო იყო მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ. მეტრომშენებლების თქმით, ისინი სახლების რემონტით შოულობენ ფულს, რადგან მათი სპეციალობისთვის განკუთვნილი სამუშაო არ აქვთ.

მას შემდეგ, რაც მეტროს მშენებარე ნაწილში ჩავედით, რამდენიმე წუთში ელექტრიკოსი ჩამოგვყვა. ისე, რომ ყურადღბა არ მოუქცევია, მივიდა ხმაურიან მილებთან და გამორთო, რომ საუბარში ხელი არ შეეშალათ. შემდეგ გამოგველაპარაკა, თუ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა აქ. და უცებ მის წინ გამოვდივარ მე, სუპერგმირის კოსტუმში. ელექტრიკოსმა შეწუხებულმა შემომხედა. მოკლედ, ზევით აგვიყვანეს, სადაც 40 წუთი ვსაუბრობდით აფხაზეთის, ოსეთის და რა თქმა უნდა, დონბასის პრობლემებზე.

შემდეგ მეტროს აქტიურ ნაწილში გადავინაცვლეთ. 2010 წლიდან თბილისის მეტროპოლიტენმა უარი თქვა ხურდებზე და ბარათით გადახდის სისტემა აამოქმედა. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. თბილისის მეტროს 22 სადგური აქვს, რომელიც ორ ხაზზეა განლაგებული. მე შემიყვარდა თბილისის მიწისქვეშეთი და კიდევ დავბრუნდები, მაგრამ ისე, რომ გაცილებით მეტი დრო დავუთმო ქალაქს", - წერს ზაპალ ზასალზოვი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია