როგორ იცავენ ვენახს სეტყვისგან აშშ-ში და რატომ ვერ უმკლავდება "დელტას" სისტემა სტიქიას კახეთში

როგორ იცავენ ვენახს სეტყვისგან აშშ-ში და რატომ ვერ უმკლავდება "დელტას" სისტემა სტიქიას კახეთში

კახეთის რამდენიმე რაიონი 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხის რაიონში განადგურდა მოსავალი. სოფლებში დაიტბორა სახლების პირველი სართულებიც.

კახეთში სეტყვა აღარავის უკვირს და მოსახლეობაც შეგუებულია იმას, რომ მთელი წლის ნაშრომი შესაძლოა, ერთ დღეს მოსულმა სეტყვამ წყალს გაატანოს.

იხილეთ დეტალები| "ასეთი სეტყვა ცხოვრებაში არ მინახავს, თვალით აუწერელი უბედურება იყო" - კახელი გლეხი სტიქიის ღამეს აღწერს

იძლევა თუ არა გარანტიას "დელტას" მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მაისის ბოლოდან ამოქმედდა, და რატომ ვერ მოხერხდა სტიქიის თავიდან აცილება 20 აგვისტოს, AMBEBI.GE-ს შეკითხვას სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა ინაშვილმა უპასუხა.

"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს მაშინ, როდესაც ხდება ღრუბლის ჩამოყალიბება, - მანამდე, სანამ სეტყვის მარცვლის ჩამოყალიბება მოხდება. რაც წუხელ მოხდა, საქმე გვქონდა უკვე ჩამოყალიბებულ ღრუბელთან. სამხრეთ დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა დიდი ზომის ღრუბლის ფრონტი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული იყო სეტყვის მარცვლები. მოხდა აქტიურად ზემოქმედება, მაგრამ მისი დაშლა ტექნიკურად შეუძლებელია. ღრუბელმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და კავკასიონის ქედის კალთებთან გაჩერდა და ახმეტიდან დაწყებული დასეტყვა ეს სოფლები. დანადგარები მუშაობდნენ, თუმცა ამ მუშაობას აზრი არ ქონდა", - განაცხადა გიგა ინაშვილმა.

იხილეთ| 10 დრამატული ფოტო კახეთიდან, რომელიც მთელი სიმძაფრით ასახავს, თუ რა ზიანი მოუტანა სტიქიამ გლეხებს

რაც შეეხება ღრუბლის მასების მონიტორინგსა და პრევენციული ნორმების გატარებას, "დელტას" პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში დაყენებულია რადარი, მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი, რომელიც 100 კილომეტრის რადიუსის მასშტაბით მუშაობს და კახეთის რეგიონში შემოსვლისთანავე აფიქსირებს ღრუბელს.

"ხდება ღრუბლის ტენიანობის შესწავლა და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, საჭიროებს თუ არა ღრუბელი დამუშავებას", - განაცხადა გიგა ინაშვილმა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ როგორ ცდილობენ სეტყვისგან და ვენახის დამაზიანებელი სხვა ფაქტორებისგან თავის დაცვას საზღვარგარეთ. ჩვენ მიერ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ვენახის დაცვა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, გააჩნია, კონკრეტულად რისგან დაცვა სჭირდება მევენახეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავდაცვის ხერხი ამერიკასა და კანადაში გახლავთ ბადეები.

ბადეების გამოყენებით ვენახის დაცვა შეიძლება ფრინველებისგან, მწერებისგან და სეტყვისგან, რაც ყველაზე ძვირი უჯდებათ ხოლმე მეღვინეებს. ასეთი თავდაცვის მეთოდით შესაძლებელია ყურძნის თუ სხვა ხილისა და ბოსტნეულის იდეალურ დამწიფებამდე მშვიდად ლოდინი.

არსებობს სპეციალური კომპანიები, რომლებიც თავდაცვით ბადეებს აყენებენ, მაგრამ მათი მომსახურება საკმაოდ მაღალი ფასი, საშუალოდ 2 500 დოლარი ერთ აკრზე ჯდება. თუმცა შესაძლებელია პროფესიონალი მემონტაჟეების გარეშეც დაიცვათ საკუთარი მოსავალი, ამისათვის კი დაგჭირდებად დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის მყარი ბადე და ხის ბოძები, მათ გასამაგრებლად.

ამერიკელი სპეციალისტების თქმით, პოლიეთილენის ბადეები გაცილებით უკეთესია ამ საქმისათვის - პოლიეთილენი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე სხვა მასალისგან შექმნილი ბადეები, არ ლპება, არ იწელება და ძნელად იხევა. გაცილებით მსუბუქი წონა აქვს, ვიდრე ნეილონის ან პოლიესტერის ბადეებს.

ჯონი პატარკაციშვილი, ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

"დელტა" კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია