"საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვი რეკორდებს ხსნის"

"საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვი რეკორდებს ხსნის"

"საქართველო სულ უფრო პოპულარულია რუს ტურისტებს შორის", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ბიბისის" რუსული გამოცემა.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, იმის ფონზე, რომ რუსეთიდან გასვლითი ტურები ეკონომიკური პრობლემებისა და რუბლის დევალვაციის გამო სულ უფრო იკლებს, საქართველოში დასვენების მსურველი რუსი ტურისტების რიცხვი მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში ჩამოსული რუსების რიცხვი, რეკორდებს ხსნის. 2015 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რაც 12%-ით მეტია გასული წლების მონაცემებზე. "ძალიან სასიამოვნო ხალხია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საკუთარ ნათესავებთან ჩამოვედით. არავინ გიყურებს ალმაცერად, არავინ გეუბნება - აქ ნუ დგახარ, იქით გადადიო. ჯერჯერობით, საქართველოში არაფერია ისეთი, რაც ჩემს უკმაყოფილებას იწვევს. ყველაფერი ძალიან მომწონს", - ამბობს რუსი ტურისტი მარია ტოკარევა.

სტატიის თანახმად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მერე რუსეთი მეოთხე ადგილს იკავებს საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის მხრივ.

რუსეთის ტუროპერატორების აღმასრულებელი დირექტორის მაია ლომიძის განცხადებით, რუბლის მკვეთრი გაუფასურების გამო რუსეთიდან გასვლითი ტურები თითქმის ყველა მიმართულებით შემცირდა. "ყველაზე მეტად ევროპული ქვეყნები დაზარალდა. თუმცა, თავი იჩინა ახალმა ტენდენციამ - რუსი ტურისტების ნაკადი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიაწყდა, საქართველო კი ამ ქვეყნების ლიდერია", - აღნიშნავს მაია ლომიძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია