ბათუმის მერია ქალაქის დატბორვაზე განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერია ქალაქის დატბორვაზე განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერიაში საგანგებო შტაბი მუშაობს. უამინდობის გამო შექმნილ მდგომარეობას ქალაქის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები განიხილავენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 4 ბალიანი შტორმის მიუხედავად ქალაქში მოქმედი არხები მოქმედია, თუმცა ისინი უხვი რაოდენობის ნალექს ვერ ატარებს. მერიის ცნობით, ძირითდი პრობლემა ჭაობის დასახლებაში ფიქსირდება, სადაც სანიაღვრე-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, არსებული ტექნიკა საკმარისია დატბორილი ტერიტორიებიდან ამოტუმბვითი სამუშაოების ჩასატარებლად, საჭიროების შემთხვევაში ბათუმი დახმარებას სხვა რეგონებიდან მიიღებს. "რთული მდგომარეობა შეიქმნა. დღის ბოლოს უხვი ნალექი მოვიდა. მიუხედავად 4 ბალიანი შტორმისა ხახულის, მეჯინის, ჟილინის და არდაგანის არხები მოქმედია. არხებიდან წყლის გადინების პრობლემა არ დგას, მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს. ძირითადი პრობლემა არის ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭაობის დასახლების მიმართულებით, მაიაკოვსკის ქუჩის ბოლოს. სისტემატურად ვღებულობთ ადმინისტრაციული ერთეულებიდან უბნებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველოს და საგანგებო სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობს. სამწუხაროდ, ელექტროენერგიის გათიშვაც ფიქსირდება ქალაქში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად. დავიწყებთ ამოტუმბვით სამუშაოებს. ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკა, რაც გაგვაჩნია, ამ ეტაპზე საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ეკიპაჟებიც ჩამოვლენ სხვა რეგიონებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა ქალაქში პრობლემები შექმნა. ქალაქში ოთხბაიანი შტორმია.

იხილეთ: ფოტოკადრები ბათუმიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია