ქართველები წელიწადის მესამედს დასვენებაში ატარებენ

ქართველები წელიწადის მესამედს დასვენებაში ატარებენ

საქართველოში დასვენების დღეების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ინიციატივას გაითვალისწინებს, უქმეებს კონსტიტუციის დღე - 24 აგვისტოც დაემატება. ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობის წევრთა ერთ ნაწილს ჯერ არ უფიქრია, თუმცა მიაჩნიათ, რომ `ქართველებს ისედაც წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქვს~. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი თვლის, რომ 24 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებამ საზოგადოების ცნობიერებაში, შესაძლოა, კონსტიტუციისადმი პატივისცემა აამაღლოს.

ქვეყანაში წელიწადში 119 დასვენების დღეა, ანუ დასაქმებულები წლის განმავლობაში 1/3-ს ისვენებენ. არადა ისეთ ქვეყანაში, სადაც სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა და მოსახლეობა მუხლჩაუხრელად უნდა მუშაობდეს, სინამდვილეში ადამიანები საკმაოდ ბევრს ისვენებენ. თუმცა არსებობს მეორე პრობლემაც, ქვეყანაში რეალურად არ არსებობს სამუშაო და, შესაბამისად, ადამიანი 365 დღეს დაისვენებს თუ 119-ს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

წელიწადში 42 კვირა და შესაბამისად, ერთობლივად 104 შაბათ-კვირაა. ჩვენი კანონმდებლობით კი, შაბათ-კვირა უქმე დღეებად ითვლება და ამ დროს სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ კომპანიების დიდი ნაწილი არ მუშაობს. გარდა ამისა, უქმე დღეებადაა გამოცხადებული სხვადასხვა საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებიც, რაც საერთო ჯამში 14 დღეს უტოლდება.

ოფიციალურად დასვენების დღეებადაა გამოცხადებული 1-ლი და 2 იანვარი - ახალი წელი, 7 იანვარი - შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, 19 იანვარი - ნათლისღება, წყლის კურთხევა, 3 მარტი - დედის დღე, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 12 მაისი - ხსენება წმ. ანდრია პირველწოდებულისა.

ამასთან, დასვენების დღეებია 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 28 აგვისტო - მარიამობა, მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, 14 ოქტომბერი - მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, 23 ნოემბერი - გიორგობა. რაც შეეხება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ის ყოველთვის კვირა დღესაა და შესაბამისად, უქმე დღე უქმე დღედ რჩება. აღდგომის წინა პარასკევი (წითელი პარასკევი) და შემდგომი ორშაბათი, მიცვალებულთა მოხსენიების დღე, ჩვენთან უქმედაა გამოცხადებული.

ამ ყველა დღეს, შესაძლოა, მომავალში 24 აგვისტოც მიემატოს, კონსტიტუციის დღე. აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე გამოვიდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია