ვინ არიან "რუსთავი 2"-ის მფლობელი ძმები ყარამანიშვილები: ბიზნესი, პოკერი და გავლენიანი სამეგობრო წრე

ვინ არიან "რუსთავი 2"-ის მფლობელი ძმები ყარამანიშვილები: ბიზნესი, პოკერი და გავლენიანი სამეგობრო წრე

"რუსთავი 2"-ის გარშემო ინტერესი არ წყდება. არხის 91% წილის მფლობელები ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები არიან.

ძმებს სატელევიზიო სფეროში კარგად იცნობენ, ცნობადობა არ აკლიათ ბიზნეს-წრეებშიც, თუმცა საჯაროდ არსად ჩნდებიან.

ლევან ყარამანაშვილის სახელი 2006 წლიდან ფიგურირებს ტელევიზიებთან დაკავშირებულ საქმეებში. სწორედ ამ წელს იყიდა ყარამანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ შპს "Delgado Resources"-მა, ქიბარ ხალვაშის "გეო ტრანსისგან" "მზის" 55 პროცენტი. 2008 წლისთვის, "მზე" უკვე ჰოლდინგ "საქართველოს მედიის გაერთიანების" წევრია, რომელშიც ასევე შედიოდა "რუსთავი 2" და "პირველი სტერეო".

ლევან ყარამანაშვილი 2011 წელს "რუსთავი 2"-ის მფლობელი გახდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დავით კეზერაშვილმა ლევან ყარამანიშვილისგან ტელეკომპანია "მზის" და "რუსთავი 2"-ის 40-40 პროცენტი შეიძინა. ხუთი დღის შემდეგ კი კეზერაშვილისგან ისევ ყარამანიშვილმა, ოღონდ ამჯერად ლევანის ძმამ - გიორგიმ "მზის" და რუსთავი 2-ის წილები ისევ უკან შეიძინა.

გიორგი ყარამანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო, რომელშიც მასთან ერთად თბილისის მერი გიგი უგულავა და რამდენიმე მინისტრი შედიოდა.

ლევან ყარამანიშვილს და ბიზნესმენ რევაზ შარანგიას კარგად იცნობენ კომუკაციების სფეროში, ისინი 2013 წლამდე "მობიტელის" იგივე "ბილაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ, თუმცა სამეწარმეო რეესტრში არ არის დაცული დოკუმენტი, სადაც საბჭოდან ყარამანიშვილის გასვლაზეა საუბარი.

გარდა იმისა, რომ ლევან ყარამანიშვილი და რევაზ შარანგია ბიზნეს პარტნიორები არიან, მათ ასევე ნათესაური კავშირი აქვთ. ლევან ყარამანიშვილის და, ნატა ყარამანიშვილი, რევაზ შარანგიას ცოლია.

ცნობილია, რომ შარანგია და ყარამანიშვილები, უკრაინაში სააკაშვილთან ერთად სწავლობდნენ და მათი მეგობრობაც სწორედ აქედან დაიწყო.

43 წლის ლევან ყარამანიშვილი პოკერის საყოველთაოდ ცნობილი მოთამაშეა, მან ბოლოს მონაწილეობა Russian Poker Series-ს 2011 წლის ტურნირში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის "რუსთავი 2"-ის წილის დაბრუნების შესახებ სასამართლო ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელს იხილავს. განხილვას უკვე მოჰყვა ტელეკომპანიის ქონების სრული დაყადაღება. ამ დროისათვის, ოფიციალური მონაცემებით, ტელევიზიის მფლობელების სია ასეთია:

ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი,

გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი,

ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი

და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია