დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს

დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს

კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი ქარხნის შენობაში განზრახ გააჩინეს.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა კობა ხაჩიძემ განაცხადა, ყველა საამქროში, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული , სამუშაო დღის ბოლოს ელექტროენერგია ჩამრთველიდან გათიშულია და აქედან გამომდინარე, სადენები ვერ გახდებოდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. კობა ხაჩიძე აცხადებს, რომ პირადად მას შენობაში ორი საამქრო ჰქონდა. მისი თქმით, დაიწვა ძვირადღირებული დანადგარი და ინვენტარი. დაზარალებული აცხადებს, რომ პირადად მას დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

კიდევ ერთი დაზარალებულის, ლია ერაძის თქმით, მას ქარხნის შენობაში მატრასების საამქრო ჰქონდა და სავარაუდო ზარალი, რომელიც მას ხანძრის შედეგად მიადგა 200 000 დოლარს აღემატება.

ამ დროისათვის ხანძრის ადგილას კვლავ მიმდინარეობს მცირე კერების ჩაქრობა. ასევე გადაკეტილია შენობის ერთი ნაწილი, სადაც საყრდენი კედლის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. ადგილზე მყოფები აცხადებენ, რომ აღნიშნული კედლის დემონტაჟი უნდა მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია