"ერთადერთი შვილი მყავდა და მის სიკვდილს არავის ვაპატიებ" - გერმანიაში გარდაცვლილ 4 წლის ანდრიას ხვალ ჩამოასვენებენ

"ერთადერთი შვილი მყავდა და მის სიკვდილს არავის ვაპატიებ" - გერმანიაში გარდაცვლილ 4 წლის ანდრიას ხვალ ჩამოასვენებენ

ეს ფოტო 4 წლის ანდრია დვალიშვილს მაშინ გადაუღეს, როდესაც ის ახლობლებს გამოემშვიდობა და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პატარს ცოცხალს მეტად ვეღარ ნახავდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ გორში, დვალიშვილების ოჯახს თავს უბედურება დაატყდა, მათ აცნობეს, რომ გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი 4 წლის ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯერჯერობით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით ქართველი სამართალდამცველები უკვე დაინტერესდნენ და გამოძიება მიმდინარეოს.

4 წლის ანდრია ოჯახმა ასოციაცია "ჯანმრთელი ბავშვების" დახმარებით 19 აგვისტოს გერმანიაში გაგზავნა. ეს ასოციაცია ორგანიზაცია "ფრიედენსდორფ" -თან (მშვიდობის სოფელი - ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაცია) თანამშრომლობს, რომელიც ომის ვეტერანებისა და მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების შვილებს მკურნალობასა და ოპერაციის ხარჯებს (მათ შორის, მგზავრობის) სრულად აფინანსებს. თუმცა, ერთი პირობის თანახმად - ბავშვი მშობლების გარეშე მიეგმგზავრება და მკურნალობის განმავლობაში კლინიკაში მარტოა.

ამ პირობაზე დათანხმდნენ დვალიშვილებიც. სამწუხაროდ, ანდრია გერმანიაში ჩასვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ოჯახის თქმით, ისინი ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ ბავშვის ცხედარს და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მოიპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ასოციაციას "ჯანმრთელი ბავშვები" ადანაშაულებს და მათ გულგრილობაში სდებს ბრალს.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ასოცაციის დამფუძნებელი მედეა აბრამია აცხადებს, რომ ბავშვის ცხედარი არ დაკარგულა და სამშობლოში გადმოსვენების გაჭიანურება ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული.

მედეა აბრამია, ასოციაცია "ჯანრმთელი ბავშვების" წარმომადგენელი:

- "რას ნიშნავს ბავშვი დაიკარგა? ის შაბათს, 22 აგვისტოს დილით გარდაიცვალა. გერმანიის ყველა სტრუქტურა შაბათ-კვირას ისვენებს. ამიტომ, გადმოსვენების საკითხი გაჭიანურდა. დღეს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წარომადგენელი - სოფო თიბილოვი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ცხედრის სანახავად ერთად მივლენ. მათ ამის შესახებ პროკურატურიდან უკვე აცნობეს. ვფიქრობ, ბავშვს ხვალ საქართველოში გადმოასვენებენ.

- ოჯახი საპირისპიროს ლაპარაკობს...

- ოჯახი ძალიან ბევრ რამეს ამბობს, რადგან ახლობლები გამწარებული და შოკირებული არიან. ეს ორგანიზაცია "ფრიდენდორფი" დაახლოებით 50 წელია, რაც არსებობს და მასში 20-მდე ქვეყანაა ჩართული. ორგანიზაცია მკურნალობის და ოპერაციების ხარჯებს სრულად აფინანსებს, ოჯახი მხოლოდ საბუთებს ამზადებს. ერთადაერთი პირობაა, რომ ბავშვები მშობლების, მეურვეების გარეშე მიჰყავთ. ისინი ომით დაზარალებულ ქვეყნებს ეხმარებიან. ამიტომ, კლინიკაში შესაძლოა ობოლი ბავშვებიც იყო, თუნდაც, ერთი მშობლის იქ ყოფნა, მათ ფსიქიკაზე დამთრგუნველად იმოქმედებს. ამ ბავშვებს ადგილზე უამრავი დამხმარე, ფსიქოლოგი, ძიძა და მედიკოსი ხვდება. ბავშვის გამგზავრება ნებაყოფლობითია. მშობელს თუ არ უნდა, არავინ აძალებს, შეუძლია არ გაუშვას. ბევრმა მშობელმა სწორედ იმ მიზეზით თქვა უარი, რომ ბავშვს მარტო არ გავუშვებთო. ასეთ ქველმოქმედებას ეწევა ეს ორგანზიაცია. თუმცა, მედიას მხოლოდ სკანდალები აინტერესებს.

- სკანდალი რა შუაშია? გარდაცვლილის ოჯახი ბრალსგიყენებთ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს...

- მე გეუბნებით, რომ დამალული არაფერია. ეს ამ ორგანიზაციის პირობაა და ვისაც არ უნდა, უარს ამბობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია