წელს სტიქიისგან გამოწვეული ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს მიუახლოვდება

წელს სტიქიისგან გამოწვეული ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს მიუახლოვდება

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წელს სტიქიისგან მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწევს.

საქართველოში სტიქიური მოვლენები უცხო არ არის, მაგრამ წლევანდელი წელი მასშტაბით გამოირჩევა. ჯერ სამეგრელოში ქარიშხალმა თხილის პლანტაციების ნაწილი გაანადგურა და მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. შემდეგ იყო თბილისის სტიქია, მოგვიანებით შიდა ქართლში მოსულმა სეტყვამ დააზიანა ხეხილის ბაღები, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა პომიდვრის მოსავალი. ახლახან კახეთში ანომალიურმა სეტყვამ მიწასთან გაასწორა ყვარელი, ასევე დაისეტყვა ლაგოდეხი და ახმეტა. ზვავი ჩამოწვა თუშეთსა და რაჭაში. გუშინ კი შავი ზღვის სანაპიროს წყალდიდობა დაატყდა თავს.

გარემოს დაცვის სამინისტროს 2014 წლის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 601,9 მილიონი ლარია. ქვეყანას ყველაზე დიდი ზარალი მეწყერის შედეგად ადგება, ხუთ წელიწადში - 298,5 მილიონი ლარი, მეორე ადგილზეა წყალდიდობა - 224 მილიონი ლარი, შემდეგ ღვარცოფი - 61 მილიონი ლარი, ქარიშხალი - 14,8 მილიონი ლარი, ხოლო დიდთოვლობა - 12,6 მილიონი ლარი.

წელს სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ სპეციალისტების ვარაუდით, ეს დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარია. ბოლო მონაცემებით, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ზარალის ოდენობამ 200 მილიონ ლარს მიაღწია. კახეთსა და თუშეთში ზარალი 150 მილიონ ლარს ცდება, 200 ათასი ჰექტარი ვენახი 100%-ით არის განადგურებული. გარდა ამისა, დაზიანებულია სახლები და გზები. დაახლოებით, ამდენივე იქნება ზარალი დასავლეთ საქართველოში. ყველაზე დიდი თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე იხარჯება.

დასავლეთ საქართველო

სამშაბათს, ღამით მოსულმა წვიმამ შავი ზღვისპირეთი დატბორა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაფუჭდა გზები. გარდა ამისა, გუშინ მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "ვარციხე 35", რის შედეგადაც ვანში 12 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

დატბორვის მთავარ მიზეზად გაუმართავი სანიაღვრე არხები დასახელდა, თუმცა აჭარის ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ ასეთი უხვი ნალექის პირობებში დატბორვის თავიდან აცილება საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი სანიაღვრე არხების პირობებშიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ბათუმში მცხოვრებნი კი მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, საკანალიზაციო ჭები და სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ. "დამისველდა ავეჯი, ახლა აღარ მჭირდება დახმარება. ამოტუმბავენ თუ თავისით გაიწოვს წყალი, სულ ერთია, მერიის სამსახურები ახლა კი არ უნდა ასუფთავებდნენ საკანალიზაციო ჭებსა და სანიაღვრე არხებს, ისინი მზიან ამინდში უნდა გამოვიდნენ და მოაწესრიგონ სისტემა. ჩვენი პრობლემის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის. წელიწადში ხუთჯერ გვტბორავს და ტელევიზიით გადმოსცემენ ჩვენს პრობლემას. მხოლოდ მერიამ ვერ გაიგო, რომ დახმარება გვჭირდება", - აცხადებს მოსახლეობა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია