"დიდება შენდა უფალო ამ მკრეხელური ძეგლისა თუ კერპის დაქცევისათვის!" - რას ხედავს ისტორიკოსი "ნინოში შემავალ-გამომავალი ალის" მიღმა

"დიდება შენდა უფალო ამ მკრეხელური ძეგლისა თუ კერპის დაქცევისათვის!" - რას ხედავს ისტორიკოსი "ნინოში შემავალ-გამომავალი ალის" მიღმა

ისტორიკოსი ირაკლი ლომიძე, რომელიც ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოებამ საყდრისის მცველის სტატუსით გაიცნო, ბათუმში "ალი და ნინოს" სკულპტურის დაზიანებას ეხმიანება და "მკრეხელური კერპის დაქცევისთვის" ღმერთს მადლობას უხდის.

"დიდება შენდა უფალო ამ მკრეხელური ძეგლისა თუ კერპის დაქცევისათვის!

არ შეიძლება ერს პრეტენზია ჰქონდეს ქართველობაზე და მართლმადიდებლობაზე, წმიდა ნინოს ლოცვებში მეოხებას სთხოვდეს და ამ უმსგავსობას მშვიდად უყურებდეს.

მათთვის, ვინც ამ კერპის მნიშვნელობას ვერ ხვდება, მოკლედ ვიტყვი: ამის მომფიქრებელი და დამდგმელი ხელისუფლების ნაღრძობი გონების მიხედვით სიმბოლურად ნინო - მოციქულთასწორი და ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო და თვით მართლმადიდებელი საქართველოა, ხოლო მასში შემავალ-გამომავალი ალი - არაბი ხალიფა ალი და ისლამური სამყაროა (უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ხალიფა ალის როლის შესახებ ისლამში მოიძიეთ წიგნებში).

ამ კერპს სავარაუდოდ აღადგენენ და მერე ნურავის გაუკვირდება სასჯელის სახით აჭარის ალის სულიერ შთამომავალთა ხელში გადასვლა!", - წერს ირაკლი ლომიძე.

რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?

"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე

"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს