უბნები თბილისში, სადაც გაზმომარაგება დროებით შეწყდა

უბნები თბილისში, სადაც გაზმომარაგება დროებით შეწყდა

რეხის ქუჩაზე მდებარე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს 17.00 საათიდან თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს , გაზმომარაგება შეეზღუდა პირველი რეხის, მეორე რეხის, მესამე რეხის ქუჩებს, ასევე, რეხის შესახვევს, სამღერეთის, ორბეთის, ნოქალაქევის, ლამისყანის, სუვოროვის ქუჩებს, ასევე ლაითურის ქუჩის ნაწილს, გორდის ქუჩის ნაწილს, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობას, ლაითურის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობს, ხეხილსანერგე მეურნეობის ნაწილს (ხუდადოვის ქუჩის მარჯვენა მხარეს). სულ 1500-მდე აბონენტს.

გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია