"ღვთისმშობელს ხელები უთბება, რას იმას ნიშნავს, რომ ის ცოცხალია" - რას მოგვითხრობენ სასწაულმოქმედი ხატის მცველები "სიხარულის მომნიჭებელზე"

"ღვთისმშობელს ხელები უთბება, რას იმას ნიშნავს, რომ ის ცოცხალია" - რას მოგვითხრობენ სასწაულმოქმედი ხატის მცველები "სიხარულის მომნიჭებელზე"

დღეს მარიამობაა, ყოვლადწმინდა ღვმთისმშობლის მიძინების დღე, რომელიც უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ, მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში მოხდა, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა.

დღეს კი გვინდა ღვთისმშობლის იმ ხატზე გესაუბროთ, რომელსაც ჩვენმა პატრიარქმა ცოტა ხნის წინ "დედოფალი", ანუ "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა.

მას ორი მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი - გიორგი ჭოლოკავა. ხატი ანალოგია ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც "პორტაიტისა" ეწოდება.

წელიწადზე მეტია, რაც ხატი შეიქმნა და მისმა მცველებმა უკვე ათონის მთაზეც წააბრძანეს, სადაც ის დედახატს შეხვდა. ჩვენში საოცარ სასწაულებს აღასრულებს, რაზეც მისი მცველები გვესაუბრებიან.

გიორგი ჭოლოკავა:

- ხატი დაბრძანებულია მცველებთან, მისთვის სპეციალურად შექმნილ კიოტში, მთავარი ის არის, რომ უწმინდესის კურთხევით ტაძარში გამობრძანდება ხოლმე, რათა მრევლმა მოილოცოს...

თავიდან, სამებაში რომ იყო დაბრძანებული, მომლოცველებმა უამრავი ძვირფასეულობა შესწირეს. ჰოდა, როდესაც მას იმ ოქროულობით ვამკობდი და კიოტი გავხსენი, ხატიდან დიდი სითბო წამოვიდა ისეთი, რომ აშკარად დამცხა, თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ეს ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა და მერე დავადგინეთ, რომ სითბო ხატიდან მოდიოდა...

ზურა შიოშვილი:

- მადლი, რომელიც ხატიდან გადმოდის, ასეთი სიმხურვალის სახით აღწევს ადამიანებამდე და ეს ტემპერატურა საკმაოდ მწველია. მასთან ძალიან ახლოს მისვლა არც გჭირდება, ამას მანძილზე გრძნობ. ოღონდ, როდესაც ხატის მცველი მიუახლოვდება, ანუ რომელიმე ჩვენგანი, ეს ენერგია მატულობს.…

გიორგი:

- იცით, რომ ამ ხატის რეპროდუქციები "კვირის პალიტრამ" სააღდგომოდ დაბეჭდა და მკითხველს საჩუქრად გადასცა, მანამდე ჩვენც დავბეჭდეთ. ჰოდა, სწორედ ამ რეპროდუქციების პატრონები გვწერენ, რომ ხატებს ხელები უთბება.

- როგორ?

- ხატს ნებისმიერ ადგილზე რომ შეეხო, სიმხურვალეს ხელების გარდა, ვერც ერთი ნაწილიდან იგრძნობ. მერე იგივე ჩემმა მეზობელმაც მითხრა, რომელსაც ხატის რეპროდუქცია ვაჩუქე. რამდენიმე ცალი მეც მქონდა შინ და თითოეულს რომ შევეხე, ყველას ხელი თბილი ჰქონდა.

- ვისაც ეს არ სჯერა და ზღაპარი ჰგონია, შეიძლება თქვას, რომ ზაფხულია, ისედაც ცხელა და ეჩვენებათო.

გიორგი:

- სხვათა შორის, როცა ეს ფაქტი დავაფიქსირეთ, მაშინ არ ცხელოდა...

ზურა:

- ეს საკვირველება, რაც აღსრულდება, ამ ადამიანებისთვის მადლის მონიჭებაზე მიანიშნებს, მაგრამ ურწმუნო ადამიანთან, ასეთი რამ არ აღსრულდება. თუმცა ქრისტიანობის ისტორიაში არსებობს მაგალითები, როცა ურწმუნოები და ურჯულოები მართლმადიდებლები ხდებოდნენ და ასევე ხდებოდა მათი მოქცევაც, მაგრამ რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, უპრეცედენტო შემთხვევაა...

- ისე, ცნობილი ფაქტია, რომ წმინდანთა სხეულის ნაწილები ყოველთვის თბილია.…

- კი, წმინდა ნაწილებს ცოცხალი ადამიანის ტემპერატურა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული არსით ცოცხალია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხატი თბება და ეს მართლაც პირველი შემთხვევაა. აქედან დასკვნა: ერთ-ერთ უძლიერეს მოვლენაზეა ლაპარაკი, კერძოდ, ხატის ცხოველმყოფელობაზე.

ჟურნალ "კარიბჭეში" ყდაზე ჩვენი ხატი დაიბეჭდა, როდესაც მასში ხატის შექმნის ისტორია იყო გადმოცემული. ჟურნალი საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს ჩუვარდათ ხელში და ერთ-ერთმა ქალბატონმა იქიდან მომწერა, ღვთისმშობელს ხელზე რომ ვეხები, თბილიაო, წარმოგიდგენიათ?

- ე.ი. მსგავსი რამ ქრისტიანულ სამყაროში არასდროს მომხდარა?

გიორგი:

- ერთადერთი, გვადალუპეს ღვთისმშობელია, რომელსაც 37 გრადუსი ტემპერატურა აქვს. ეს გამოკვლევა სპეციალური აპარატურით "ნასამ" ჩაატარა. ამას ჩვეულებრივი თერმომეტრით ვერ გაზომავ.

- როგორც ხატის მცელები, ამ ყველაფერს როგორ ხსნით? რას ამბობენ სასულიერო პირები და იცის თუ არა ამის შესახებ პატრიარქმა?

- იცის, საქმის კურსშია, პერიოდულად ვხვდებით ხოლმე. ასევე იცის იმ კურნებების, საკვირველმოქმედებების შესახებ, რასაც ჩვენი ხატი აღასრულებს.

რაც შეეხება ამ ყველაფრის ახსნას, ეს უმარტივესია, უძლიერესი ხატია, მისი საკვირველებიდან გამომდინარე, ეს ფაქტები უდიდეს ცხოველმყოფელობას ნიშნავს. რაც იმას ადასტურებს, რომ ამ ხატის სახით ცოცხალ ღვთისმშობელთან გვაქვს საქმე. თან, თავს მრავლად აჩვენებს და ამას აჩვენებს მორწმუნეებს.

ზოგიერთს მისი მოლოცვის საშუალებაც არ აქვს, რომ ტაძარში მოვიდეს, ხატის ასლიც არ გააჩნია, ინტერნეტით იწერს ტელეფონში, მასზე ასე ლოცულობს და ხატი ასეც ისმენს მათ ვედრებას.

გიორგი:

- ერთ-ერთ გოგონას შევხვდით, რომელმაც მოგვიყვა, ჩემს ახლობელს ლეიკემიით დაავადებული შვილი ჰყავს, ვუთხარი, სამებაში ხატია დაბრძანებული, მიდი და შეევედრე-თქო. ბავშვის მკურნალობისთვის თანხები არ ჰქონდათ, შესაბამისი ორგანიზაციები არ უფინანსებდნენ. ქალბატონი, სამებაში მივიდა, ხატთან გულით ილოცა, იქიდან რომ გამოვიდა, თურმე ზუსტად მაშინ, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ დაურეკა, მკურნალობის კურსს გიფინანსებთო.

მოგვწერეს ასევე ასეთი რამ: ოჯახში რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშევრები იყვნენ, სამებაში ხატი მოვილოცეთ და ოჯახის ოთხივე წევრს სამსახური გამოგვიჩნდაო... ასეთი ფაქტი ბევრია.

სამებაში ანალოგიაზე რომ იყო ხატი დაბრძანებული, ყვავილებით გახლდათ შემკობილი. ერთ-ერთი მომლოცველის დაუდევრობის გამო ყვავილებს ცეცხლი წაეკიდა, მთლიანად აალდა. კარკასი კი, რომელშიც ის ყვავილები იყო ჩასმული, სულ დაიწვა, დაიწვა ანალოგიის ნაწილიც, მაგრამ ხატი უვნებელი გადარჩა.

ზურა:

- ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია ერთი პატარა, მისმა ოჯახმა გვთხოვა, ხატთან მის სახელზე ლოცვა წაგვეკითხა. წავუკითხეთ და როგორც გვითხრეს, უკვე არის შედეგი. ასეთი ამბავი, ხომ ვამბობთ, ბევრია, მაგრამ მათი გასაჯაროებას პატრონები მაინცდამაინც ერიდებიან. ეს სასწაულები კი იმიტომ ხდება, რომ ხალხი რწმენაში გაძლიერდეს.

ერთმა პატარა გოგონამ ივლისში წერილი მოგვწერა. მარტივი ამბავია, მაგრამ თბილი: დედას თურმე გამოცდა ჰქონდა, ეტყობა, ბავშვი ხედავდა, რომ დედიკო ძალიან ღელავდა, რადგანაც სათანადოდ არ იყო მომზადებული. ბავშვს შინ ჩვენი ხატი ჰქონია, ცხადია, რეპროდუქცია და მის წინაშე ულოცია, რომ დედიკოს გამოცდა კარგად ჩაებარებინა. დედამ მართლაც კარგად ჩააბარა გამოცდა და გაკვირვებული იყოო. წარმოგიდგენიათ, ამ ხატის მიერ ასეთი თხოვნებიც შესმენილია. მთავარია, რომ უფლისთვის ყველა სათხოვარი იყოს სათნო და ანგარებიდან არ მოდიოდეს.

არის ასეთი შემთხვევებიც, როცა ამბობენ, რომ როდესაც ხატს მიეახლნენ, კონკრეტული არაფერი უთხოვიათ. მხოლოდ მოილოცეს. რომ წამოვიდნენ, მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა, რაც სჭირდებოდათ, სწორედ ის მიეცათ... ადამიანები გრძნობენ უმთავრესს, რომ საქმე ცოცხალ ღვთისმშობელთან აქვთ. მართლაც შეუძლებელია, ეს ვერ იგრძნო.

- როგორც გავიგე, ხატს იერუსალიმში მიაბრძანებთ, რათა ის წმინდა მიწაზე ჩაბრძანდეს და მაცხოვრის გზა გაიაროს...

- ზურა:

- გაზაფხულიდან გვქონდა ამის სურვილი, რომ ხატთან ერთად გაგვევლო მაცხოვრის გზა, ანუ უფრო სწორად, ღვთისმშობელს გაევლო ეს გზა, მაგრამ ამის საშუალება არ გვქონდა. დღესაც არ გვაქვს ბევრი რამის სახსარი იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ჩვენ არანაირ შესაწირს არ ვიღებთ, თუ რაიმე კეთდება, მხოლოდ ჩემი და გიორგის პირადი დანაზოგით. ამიტომ ყოველთვის გვაქვს ფინანსური პრობლემა, თუმცა რა საშუალებაც გვექნება, იქამდე უნდა შევძლოთ ხატის მცველობა.

თუმცა მომლოცველებს ისეთი სურვილი გაუჩნდათ, რომ გაგვეკეთებინა პატარა ფონდი და შევქმენით კიდეც, რომლითაც გადაწყვეტილი გვაქვს, უმწეო ადამიანების დახმარება. განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ საზღვრისპირა სოფლებს, სადაც თითოოროლა ადამიანი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ამიტომ თუ რაღაც თანხა შეგროვდება, მათ გავუწვდით დახმარების ხელს, რომ ზამთრისთვის მცირედი მარაგი მაინც ჰქონდეთ, რითაც მათ ჩვენ კი არა, ღვთისმშობელი დაეხმარება.

ასევე მოვახერხეთ ის, რომ ნეველის ეკლესიაში მოხუცები, რომლებიც ულუკმაპუროდ არიან (ამ ტაძარში მათ საკვებს აწვდიან), რამდენჯერმე მათი სურსათით მომარაგება შევძელით.

რაც შეხება იერუსალიმს, ჩვენი იქ გამგზავრება თავის თავზე ერთმა პიროვნებამ აიღო, თუმცა მიწვევა გვქონდა ათონის მთიდანაც, იმ მამებს და მონასტრებს, ვისაც და სადაც არ უნახავთ ჩვენი ღვთისმშობელი, მასთან შეხვედრის სურვილი აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ სათანადო ფინანსები არ გვაქვს, ვერ მივემგზავრებით.

- ადამიანებს ხატთან მიახლება სად შეუძლიათ?

- მხოლოდ ტაძარში, რომელშიც მივაბრძანებთ. ცოტა ხნის წინ ისტორიულ ლორეში გახლდით და იქ იყო დაბრძანებული ჩვენი ხატი, მალე მთელ საქართველოს მოვივლით და ადამიანებს მისი მოლოცვის საშუალება ექმებათ. უცხოეთიდან ჩამოდის სპეციალურად ხალხი ხატისგან შემწეობა რომ მიიღონ.

ასე რომ, მოდუნების საშუალება არ გვაქვს და შესაბამისად ჩვენი სულიერი ზრდაც ყოველდღიურად ხდება. ამ საქმეს თავად ხატი აკეთებს.

ჰოდა, შენც უნდა ადგე, გაჰყვე ღვთისმშობელს და ის გიჩვენებს გზას. ამიტომ მინდობილები ვართ მასზე და მივყვებით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია