როდემდე გაგრძელდება საქართველოში მზიანი ამინდი? - უახლოესი დღეების პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება საქართველოში მზიანი ამინდი? - უახლოესი დღეების პროგნოზი

5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე თქმით, 31 აგვისტოს, შესაძლოა, საქართვლოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში იყოს წვიმა, ელჭექით.

მზიანი, უნალექო ამინდები 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 2 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსზე მეტი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 30-31 გრადუსამდე.

თბილისში 31 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, იყოს ხანმოკლე წვიმა. 5 სექტემბრის ჩათვლით დედაქალაქში დათბება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია