"ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს" - ცნობილი სახეები იმედზე გადაცემების დახურვას ეხმაურებიან

"ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს" - ცნობილი სახეები იმედზე გადაცემების დახურვას ეხმაურებიან

საზოგადოების ცნობილი სახეები ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემების დახურვას ეხმაურებიან:

ნანუკა ჟორჟოლიანი - ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს. + თავისი უბედურებებიც ამატეს.

მაგალითად, დედა უტირეს ბიუჯეტს, ანუ გაყვლიფეს. დენი გააძვირეს, სახემწიფო ინსტიტუტებს ერჩიან, ქვეყანა გაავსეს რუსი მაჯლაჯუნებით, ციხე ქურდებს დაუბრუნეს, ეკონომიკას პამპერსი ჩააცვეს, ნუ რა ჩამოთვლის ახლა ამას...

ობიექტურობისთვის საჭიროა ვთქვათ, რომ ბიზნესი "თავისუფლადაა", მაგრამ ფულს ვეღარ შოულობენ. კაცმა არ იცის რა ჯობია, ჩაგატანინონ ოღონდ შენც იხეირო, თუ არც ჩაგატანინონ და არც შენ იხეირო.

და ყველაზე მთავარი, ცოცხების კადრების გამოძიება არც კი დაწყებულა. ნეტავ რატომ?! აბა თუ გამოიცნობთ?!

პ.ს. ნაციონალების დროს არსებობდა ბიძინას მეცხრე არხი. ბიძინას დროს არ იარსებებს არაფერი რაც მას არ მოსწონს. აგერ თქვენ და აგერ მე! მერე იმასაც დავიჯერებთ რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენ მოვიგეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი - აი იმ ჟურნალისტების პროტესტსს ვერ ვხედავ, რომლებიც ასეთ ქმედებას გასულ წლებში, მედიაზე ზეწოლად აფასებდნენ!

გია ნოდია - ვის მოსწონდა ინგა გრიგოლიას გადაცემა და ვის - არა, ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს (მე, პირადად, საერთოდ არ მინახავს მას შემდეგ, რაც "იმედზე" აღდგა). მთავარი სხვა რამეა: მისი მოულოდნელი დახურვა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ტელეკომპანია "იმედზე" გავლენის სერიოზული ბერკეტები - მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია მისი მსგავსი მილიარდერის (ოღონდ გარდაცვლილის) ოჯახს ეკუთვნის. ამ ეჭვის საფუძველია ის, რომ კომპანიას თავისი რეიტინგული გადაცემის დახურვის მოტივი ვერ ექნებოდა, საჯარო განმარტება კი ყოვლად უსუსური გააკეთა. ბიძინას კი გადაცემის დახურვის სერიოზული მოტივი ჰქონდა, რადგან პიროვნულად ინგა გრიგოლიას, სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლებდა, ხოლო, როგორც უკვე ზუსტად ვიცით, ყველა, ვისაც რაღაც გავლენა აქვს და ის ვერ აკონტროლებს, მისი მტერია (ასეთი კი არა მხოლოდ "ნაციონალია").

აქედან გამომდინარეობს საკმაოდ ცხადი დასკვნა: "რუსთავი-2" ისევ, როგორც შევარდნაძის დროს, არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მთავარი ბასტიონი. ამ დასკვნის გასაზიარებლად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მოსწონს თუ არა მავანს ამ ტელეკომპანიის გადაცემები. თუ ხელისუფლება, ქიბარ ხალვაშის მეშვეობით, შეძლებს ამ ტელეკომპანიის დათრევას, მედია-მრვალფეროვნების კუთხით, საუკეთესო შემთხვევაში, დავუბრუნდებით "ნაციონალების" მმართველობის ბოლო წლებს, როდესაც დამოუკიდებელი მედია, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ ყველა რეალურად გავლენიან ტელეარხზე ხელისუფლების კონტროლი ვრცელდებოდა. ოღონდ, ეს საუკეთესო შემთხვევაში. (ბოლო ორი წინადადება ძირითადად ე. წ. "შუაშისტებზეა" გამიზნული).

თაზო კუპრეიშვილი - დახურეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები.ინგა გრიგოლიამ კი ჯერ კიდევ დღესაც არ იცოდა ეგ ამბავი. წრეზე ვტრიალებთ მუდმივად, რაც ძალიან სამწუხაროა

თაზო კუპრეიშვილი - რაც იმედთან და რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხდება, ეგ ერთი სცენარის ნაწილი რომ არის, ვინმეს ეპარება ეჭვი? მე - არა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ეს როგორ შეიფუთება - გინდ არხის რეორგანიზაცია დაარქვით და გინდ სამართლებრივი დავა.

ირმა ნადირაშვილი - ბუტკაში ვართ, ერმაკოვის ბუტკაში

კახა კუკავა - ვისაც აინტერესებდა "რუსთავი - 2"-ს პოლიტიკური მოტივით უტევდნენ თუ სამართლიანობის აღდგენა სურდათ.. მე პირადად დავრწმუნდი რომ პოლიტიკური მოტივი არაფერ შუაშია და მართლაც ჩვეულებრივი დავაა მესაკუთრეთა შორის

ნინია კაკაბაძე - "მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ინგა გრიგოლია არის ჟურნალისტი, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ბოლომდე ვერ გააკონტროლებს, ამიტომ ყველა დაუძახებს რეიტინგისთვის და კრიტიკულ მომენტში (წინასაარჩევნოდ ან სხვ) ყველა გაუშვებს.

მთელი ეს ტვ იმედის პერიპეტიები მაინც უნიჭოდ მოფიქრებული მასკარადი მგონია, "რუსთავი 2"-ის თემის გადასაფარად. მარტო კრიტიკულ მედიას კი არ ვერჩით, ზოგადად კარგი და პროფესიონალური მედია გვინდა, სადაც "მატყუარები და უწიგნურები" არ იქნებიანო

მოკლედ მედია კათარზისის თვითმხილველები ვართ რაა"

შეგანხსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას" - ეკა ხოფერია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია