"მანქანები კაპიკებად!"- ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით შემცირდა

"მანქანები კაპიკებად!"- ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით შემცირდა

შაბათს რუსთავის ავტობა­ზრობას მივაშურე. ეროვნული ვალ­უტის კურსის ცვლილებამ­ თუ აზერბაიჯანში "ევრო 4" სტანდარტის­ შემოღებამ, რის შედეგადაც ქვეყანაში 2005 წლამდე გამოშვებული­ მანქანების შეძენა აიკრძალა, ამი­ერკავკასიაში უდიდესი რუსთავის ავტობაზრობა არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. რეგულაციების გამკაცრებამდე რუსთავის ავტობაზრობაზე სხვადასხვა ქვეყნ­იდან ჩამოყვანილ მანქანებს სწორედ აზერბაიჯანელები და სომხები ყიდულობდნენ... ახლა აზერბ­აიჯანმა "ევრო 4" სტანდარტი­ შემო­იღო, სომხეთში კი ევრაზიული­ საბაჟო კავშირის გამო განბაჟება გაძვირდა. შესაბამისად, დღეს ეს ბიზნესი, პრაქტიკულად, მკვდარია.

რუსთავის ავტობაზრობაზე მისულს იქაურობისთვის უცნაური სიჩუმე დამხ­ვდა. თავიდან ვიფიქრე, სხვაგან ხომ არ გადაიტანეს-მეთქი (კარგა ხანია, ავტობ­აზრობის მცხეთაში გადატანაზეა ლაპარაკი),­ თუმცა, დამამშვიდეს, სწორად მოსულხარო...­ სხვა დროს ავტოსადგომზე ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდით, ახლა იქაურ­ობა თითქმის ცარიელია. ავტომანქანებზე ფასის თითქმის განახ­ევრების მიუხედავად, მყიდველი მაინც არ ჩანს. არადა, დასვენების დღეებში ავტოსად­გომის დღიური ქირა 20 ლარს შეადგენს, კვირის დანარჩენ დღეებში კი 2 ლარს. ხალხს­ იმდენად გაუჭირდა,­ რომ ეკონომიის მიზნით ბევრს მანქანა სწორედ კვირაობით გამოჰყავს. თუმცა არც ამ დღეს არის კლიენტების ცვენა.

მარჯვენასაჭიან ვერცხლისფერ "სუბა­რ­უს­თან" შევჩერდი. ეტყობა, კლიენტის მოლ­ო­დინში გამყიდველს დრო გაჰყავს­ და ისედაც­ გაკრიალებულ მანქანას საგულდაგულოდ აპრიალებს. ფასს ვეკითხები,­ - 2.600 დოლარიო. ძვირია-მეთქი, დავიწუწუნე.­ აღშფოთებულმა, რას ამბობ, ფასს ისედაც დავუკელიო.

მამუკა უზნაძე, ავტოდილერი:

- რამ­დენიმე თვის წინ ამ მანქანას 2.800 დოლარად ვყიდდი. თუმცა ისეთი კრიზისია, ფასები განახევრდა, მაგრამ კლიენტი მაინც არ ჩანს. ქართველს ფული არა აქვს, აზერბაიჯანელები, ყაზა­ხები და სომხები კი აქ აღარ შემოდიან. აზერბა­იჯანის შეზღუდვებმა ძლიერი დარტყმა მოგვაყენა, სომხებს კი ავტომანქანები პირდაპირ ბათუმის პორტიდან მიჰყავთ.­ აქაურობა­ მკვდარია. შაბათს რუსთავის ბაზრობაზე ასეთი სიწყნარე გინახავთ? ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით­ შემცირდა.

- თბილისის მერის ცნობილი განცხადების­ შემდეგ მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა შემცირდა?

- გამოვიდეს ნარმანია, გამოიყვანოს თავისი გამგებლები და მარცხენასაჭიან ავტომანქანაზე დასხდნენ, მე კი მარჯვენასაჭიანზე და ვნახოთ, ვინ შექმნის საცობს - მე თუ ისინი. რაც უნდა თქვან, მარჯვენასაჭიანს მყიდველი მაინც ჰყავს.­ თუმცა­ მოთხოვნა ოდნავ შემცირდა. არ ვიცი, ეს ნარმანიას განცხადებას უკავში­რდება თუ იმას, რომ ხალხს ჯიბე შეუთხელდა."

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ რეპორტაჟი ავტობაზრობიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია