როდემდე გადაუხდის ხელფასს "იმედი" გრიგოლიას და გადადის თუ არა ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ზე

როდემდე გადაუხდის ხელფასს "იმედი" გრიგოლიას და გადადის თუ არა ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ზე

ტელეწამყვნი ინგა გრიგოლია "იმედზე" გადაცემების "რე-აქცია" და "იმედის კვირა" დახურვასთან დაკავშირებით გამოცემა "ქრონიკასთან" საუბრობს და ამბობს, რომ მას ხელშეკრულება იანვრამდე ჰქონდა გაფორმებული. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც გრიგოლიასთან ჟურნალისტმა გია ზედელაშვილმა ჩაწერა.

- გამიწყვიტეს ჰაიჰარად. წლიდან წლამდე, ყოველწლიურად გრძელდება, მეტს კონტრაქტზე ვერაფერს გეტყვი, შიდა კორპორაციულია.

- გასაგებია, ანუ იანვრამდე მაინც იყო გაფორმებული. წესით, მანამდე ხელფასი უნდა შეგინარჩუნონ, არა?

- კი, იანვრამდე იყო... ჯერ ამ თემაზე საერთოდ არ მიფიქრია, ჯერ გაბრაზებული ვარ!

- შენ ლექვინაძეზეც კი გაბრაზდი ივლისში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, მაგან იცოდა. სხვათა შორის, კულუარებში მართლა იყო ლაპარაკი, რამე შემოთავაზება გაქვს? "რუსთავი 2"-მა ხომ არ შემოგთავაზა რამე?

- არა, გელა... არანაირი შემოთავაზება "რუსთავი 2"-სგან არ მქონია.

- რამე რომ იყოს დასთანხმდები? დღეს ყველას ეგ აინტერესებს და კიდევ ერთი, ლევან ვასაძემ იყიდა "იმედიო", ამის შესახებ იცი რამე?

- უი, არ ვიცი ვასაძეზე.

თუკი "რუსთავი 2"-დან იქნება რაიმე კონკრეტული შეთავაზება, რას იზამს ინგა გრიგოლია? ამაზე ის არ გვპასუხობს, დუმილს ამჯობინებს. დუმილი კიდევ, ვიცით, რომ ხშირად თანხმობის ნიშანია და ეს თანხმობაც არ იქნება გასაოცარი, - დასძენს გამოცემა "ქრონიკა".

შეგახსენებთ, რომ გრიგოლია "იმედის" გადაწყვეტილებას წმინდა პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.

"მე მაქვს სრული უფლება, ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება - არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. მით უფრო, არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ეს ტელევიზიის წესია. ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ. ვერ დავიჯერებ, რომ ეს გადაწყვეტილება თავში ტელევიზიის მენეჯმენტს მოუვიდა, რომლებიც ყოველი გადაცემის მერე აღფრთოვანებულები იყვნენ ყურებადობით. მე ვფიქრობ, რომ "იმედმა" შეასრულა პოლიტიკური დავალება და თან შეასრულა ძალიან ცუდი ფორმით. მე პირადად ვესაუბრე ტელევიზიის დირექტორს, თუ სხვა გადაცემებს გააკეთებენ ძველის ნაცვლად, ჩემი არაჩვეულებრივი თანამშრომლები დატოვონ თავის პროდიუსერებიან, ჟურნალისტებიან, ოპერატორებიანად, რადგან ყველაზე მაგარი პროფესიონალები არიან. გასაოცარი ისაა, რომ წინასწარ არც ერთი ფრაზით, არც ერთი შეტყობინებით არავის უთქვამს, რომ გადაცემებს მიხურავდნენ, რამაც გამოიწვია ჩემი გაოგნება. ჩამოვფრინდი ამერიკიდან 28-ში, დიდი შემართებით ვსაუბრობდი ჩემი გადაცემების უკიდეგანო თავისუფლებაზე და 29-ში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამიხურეს. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება... რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ დაავალეს ჩემი დახურვა და "იმედმაც" მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება", - აცხადებს ჟურნალისტი მედიასთან საკითხის კომენტირებისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია