20 წლის ქართველი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - ლუკა კირიკაშვილმა Microsoft-ისგან აღიარება მოიპოვა

20 წლის ქართველი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - ლუკა კირიკაშვილმა Microsoft-ისგან აღიარება მოიპოვა

20 წლის ქართველი ლუკა კვირიკაშვილი რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. მის მიერ შექმნილმა თამაშმა Microsoft-ის ყოველწლიურ კონკურსზე "Imagine cup" მეორე ადგილი აიღო. კონკურსზე მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ათასმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა ქართველი ახალგაზრდის მიერ შექმნილი თამაში საუკეთესოდ აღიარეს და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. მისი და მისი მეგობრების მიერ დაწერილი თამაში რამდენიმე კვირაში "ვინდოუსის", "იქს ოქსის" და მობილურების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ლუკა კვირიკაშვილი:

- 4 წელია ჰოლანდიაში, ბრედაში ვსწავლობ, ამავე დროს ვაკეთებ კომპიუტერულ თამაშებს. ჰოლანდიაში გამგზავრებამდეც მაინტერესებდა კომპიუტერული თამაშები, ამიტომაც წავედი საზღვარგარეთ, სადაც თავდაპირველად ეკონომიურზე და მარკეტინგზე ვსწავლობდი, ბოლოს კი თამაშებზე გადავედი.

- როგორ გახდით Microsoft -ის რჩეული?

- Microsoft დიდი ხანია ატარებს კონკურსს "Imagine cup", სადაც სტუდენტები სამ სხვადასხვა კატეგორიაში წარადგენენ პროექტებს, გუნდებს შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის სახელით მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ პროექტები. გასართობი ტიპის თამაში დავწერეთ და რჩეულებში მოვხვდით. თავიდანვე ვიცოდით, რომ რჩეულეში მოვხვდებოდით, გუნდებს და პროექტებს რომ გადავხედეთ, მათთან შედარებით სოლიდური თამაში გვქონდა, პროფესიონალურად ვაკეთებთ ყველაფერს. მოთამაშეების ბაზა გვყავს, მათ მოსწონთ ჩვენი პროექტები, ხშირად ვიკრიბებით მოთამაშეებთან და დეველოპერებთან, გამოფენებზე და კონფერენციებზე მიგვაქვს ნამუშევრები, ყველას მოსწონდა და ვიცოდით გავიმარჯვებდით. თებერვალში დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე ათას გუნდში ამოგვარჩიეს, შემდეგ მეორე რაუნდში მოვხვდით და საბოლოოდ სიეტლში გავემგზავრეთ. პირველ ადგილზე რუსეთი მოხვდა.

- რატომ მიიღეთ მონაწილეობა ჰოლანდიის სახელით?

- მე რადგან ჰოლანდიაში ვცხოვრობ, ტაილანდელ და ებრაელთან მეგობრებთან ერთად შევიტანე პროექტი. ქართველი პირველად მოხვდა ამ შეჯიბრზე, მარტო ვიყავი, სამწუხაროდ. სურვილი მაქვს ქართული გუნდი შევქმნა და 2016 წელს გავიდე საქართველოს სახელით. დავუკავშირდი Microsoft-ის წარმომადგენელს საქართველოში, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. თან "Microsoft" დაინტერესებულია საქართველოთი, რადგან ჩვენი ქვეყნის სახელით არავინ გასულა ჯერ. პრიზის სახით გადმოგვეცა 10 000 დოლარი, პირველი ადგილის მფლოელს 50 000 დოლარი გადაეცა და ამერიკაში დარჩენას სთავაზობენ სამუშაოდ. ჩვენი თამაში ჩაეშვა უკვე გაყიდვაში, ვინდოუსზე, იქს ბოქსზე და მობილურებზე გავა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია