როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი დღეს და როგორ გადაარჩინეს ლარი 16 წლის წინ?

როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი დღეს და როგორ გადაარჩინეს ლარი 16 წლის წინ?

გასულ კვირას ლარი ერთ დღეში დაახლოებით 5 თეთრით გაუფასურდა და ეროვნული ვალუტის არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა. 25 აგვისტოს 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,3640-დან 2,4161 ლარამდე დაეცა, თუმცა, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კიდევ უფრო ძვირად იყიდ­ებოდა. ბოლო 16 წელიწადში ლარი ყველაზე მეტად 1999 წლის თებერვალში იყო გაუფასურებული, როცა 1 დოლარი 2,4510 ლარი ღირდა.

ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი­ წევრი: მაშინაც ლარის კურსი ნახტომისებურად შეიცვალა. მახსოვს, პარასკევი იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს სხდო­მის­ შემდეგ ყველანი შინ წავედით. კურსი სტაბილური­ იყო. შაბათს კი მკვეთრი გაუფასურება­ დაი­წყო და კვირასაც გაგრძელდა. მოგეხს­ენებათ, უქმეებზე ეროვნული ბანკი არ მუშაობს. ორშაბათს კი ლარი ნახტომი­სებუ­რად­ დაეცა. ამ დღეს "შავი ორშაბათიც" დავარქვით. გამოიკვეთა,­ რომ კურსის ასეთი­ ვარდნა გარე ფაქტორებით იყო პროვოცირებული. გახსოვთ ალბათ მაშინდელი­ რუსეთის დეფოლტი­ - ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის კრი­ზისი განვითარდა, გადავიდა­ იაპონიაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო და ამ გზით რუსეთზეც გავრცელდა. რუსეთიდან კი ჩვენზე გადმოვიდა.

იმ დროს ერგნეთში ვაჭრობა დუღდა და არ არსებობდა ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები. რუსეთში ფასები­ მკვეთრად დაეცა და ეს იაფი საქონელი ერგნე­თის ბაზრობით ჩვენთან შემოვიდა.­ ამან ის გამოიწვია, რომ ხდებოდა­ ლარის დოლარში­ კონვერტირება და ქვეყნიდან დოლარი მასობ­რივად გაედინებოდა. დაირღვა თანაფარდ­ობა დოლარსა და ლა­რს შორის. სავალუტო­ ბაზრის მოთამაშეებს შო­რის პანიკა წარმოიშვა, დაიწყო სპეკულაციური თამაშები და გარე ფაქტორს დაერთო შიგა ფაქტორიც - სავალუტო ბაზრის ნევროზული მდგომარ­ეობა, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისა და კომერციული ბანკების სპეკულაციური ოპერაციები. ლარმა გაუფასურების ყველაზე მაღალ, ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 1 დოლარის ფასმა 2,45 ლარი შეადგინა. 16 წლის შემდეგ ლარი იმ ნიშნულს კვლავ მიუახლოვდა.

- რა ზომებს მიმართა ეროვნულმა ბანკმა?

- უპირველესად, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს მოუწოდა, სპეკულაციური ოპერაციებისგან თავი შეეკავებინათ. შესაძლოა, ვინმეს მოკლევადიანი მოგება მიეღო, მაგრამ საბოლოო ჯამში საბანკო სისტემა დანგრეულიყო. სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებით კომერციული ბანკებიც წააგებდნენ და მთლიანად ეკონომიკაც. იმ დროსაც­ და ალბათ დღესაც, ეკონომიკის ერთადერთი­ ჯანსაღი სეგმენტი საბანკო სისტემა იყო.

ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ ფუნქციონირ­ებდა და ბიუჯეტიც დეფიციტური იყო. საბანკო სისტემაც რომ კოლაფსში­ ჩავარდნილიყო, მთელი ეკონომიკა დაინგრეოდა.­ ბანკების ხელმძღვანელებმა შეგნება გამოიჩინეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია