ეკა მიშველაძის პირველი კომენტარი მისი გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით

ეკა მიშველაძის პირველი კომენტარი მისი გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ვარაუდობს, რომ მისი თოქ-შოუს დახურვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, როგორც მიშველაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხზე დაახლოებით ერთ საათში ექნება, მას შემდეგ, რაც არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

"დღეს გამოვედი შვებულებიდან. მე მექნება შეხვედრა და შემდეგ უკვე შემეძლება დაზუსტებული ინფორმაციის მოცემა", - განაცხადა მიშველაძემ.

ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვირის ანალიტიკური, შემაჯამებელი პოლიტიკური თოქ-შოუ "პირველი სტუდიის" ავტორი და წამყვანია. გადაცემა ეთერში ყოველ პარასკევს, 22.00 საათზე გადის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია