როდემდე გასტანს საქართველოში მზიანი ამინდი - გრძელვადიანი პროგნოზი

როდემდე გასტანს საქართველოში მზიანი ამინდი - გრძელვადიანი პროგნოზი

9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს მთელ საქართველოში, მათ შორის თბილისში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსია მოსალოდნელი.

2 სექტემბრიდან კი საქართველოში თანდათან უფრო დათბება და 9 სექტემბრის ჩათვლით მზიანი ამინდი იქნება. შესაძლოა, 5 სექტემბერს როგორც დასავლეთ საქართველოს ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იყოს მცირე წვიმა და ელჭექით.

ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტი იქნება და შემდგომ დღეებში კიდევ მოიმატებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია