"არ შემიძლია "სლავესნი ანანიზმი" და მიკიბულ-მოკიბული პასუხები" - გია ჯაჯანიძის გულწრფელი პოზიცია "იმედზე" მიმდინარე მოვლენებზე

"არ შემიძლია "სლავესნი ანანიზმი" და მიკიბულ-მოკიბული პასუხები" - გია ჯაჯანიძის გულწრფელი პოზიცია "იმედზე" მიმდინარე მოვლენებზე

როგორც უკვე ცნობილია, ტელეკომპანია "იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქშოუები დროებით შეაჩერა. როგორც განცხადებაშია აღინიშნული, "ჩვენი სურვილია, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან".

მოკლედ, ამ ყველაფერს პროექტები "რეაქცია" და "იმედის კვირა" შეეწირა. ინგა გრიგოლიამ კი ამ ფაქტს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა...

არხზე პოლიტიკური სეგმენტის შეჩერების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ არხი კიდევ უფრო გააძლიერებს გასართობ მიმართულებას, ამიტომ ჩვენ გია ჯაჯნიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც აღნიშნულ არხზე, რეიტინგული შოუ - "სხვა რაკურსით" მიჰყავს.

- რა შეფასებას გაუკეთებ ცვლილებას "იმედის" არხზე, რასაც ორი დიდი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ტოკ-შოუს დახურვა მოჰყვა?

- ყოველთვის მიჭირს აზრის გამოთქმა იმაზე, რაც არ ვიცი. თან, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჩემი შეფასება არაფრის მომცემია.

დავუშვათ, არხმა მიიღო გადაწყვიტილება - პროტესტი გამოვთქვა? ან კიდევ, ვთქა "პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", როგორ გაბედეს? მერე რა ვქენი ამით?! არ შემიძლია "სლავესნი ანანიზმი"...

ამდენი ტყუილითა და ცრუ აზრების მოსმენით ხალხი დაიღალა. ამიტომ არ დავეძებ, რა მოხდა, მით უფრო, რომ მოხდა უკვე.

ერთი ვიცი და ეს ყველამ იცის, რომ ინგა პროფესიონალია და მაგარი გუნდი ჰყავს.

- ინგა გრიგოლიამ ამ ყველაფერს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა...

- ინგამ ჩემზე კარგად იცის, რა მოხდა, მგონი, იმაზე ბევრიც იცის ვინც, უნდა იცოდეს. არ შემიძლია დიპლომატიური და მიკიბულ-მოკიბული პასუხები... ჩემი კოლეგები ძირითადად არც მწვადს წვავენ და არც - შამფურს, უნდათ, მარაქაში გაერიონ და არავის აწყენინონ. გულწრფელად გეტყვით, არც ერთ ეტაპზე სიტყვის თავისუფლების არ დამიჯერებია, იქიდან მოყოლებული, რაც საქართველო "თავისუფალი" გახდა. დღეს ყველაფერი პოლიტიკურია, რაც სამყაროში ხდება. დიახ, ასეა.

- რაკი ეს გადაცემები დაიხაურა, ამის ხარჯზე თქვენს ტოკ-შოუს ხომ არ გაეზარდა ვთქვათ, ბიუჯეტი და ტექნიკური ბაზა მეტად გაძლიერდება?

- არა მგონია ეს მოხდეს, თუმცა კარგი კი იქნებოდა. დიდი მადლობა იდეის მოწოდებისთვის. მაგ საკითხს ხელმძღვანელობასთან აუცილებლად დავაყენებ.

- თავად რას ელოდები ახალი სატელევიზო სეზონისგან? რაიმე მსგავსი საფრთხე ხომ არ შეიძლება დაემუქროს თქვენს პროექტსაც, რადგანაც როგორც ინგა გრიგოლია ამბობს, ფაქტის წინაშე დაყენეს. წინასწარ მისთვის არავის შეუტყობინებია აღნიშნული პროექტების დახურვის შესახებ.

- წელს ველოდები სასწაულ წარმატებას, მაღალ რეიტინგს, ბევრ მოგზაურობას. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. სატელევიზიო წლის დაწყების წინ სწორედ ამას ვფიქრობ, მაგრამ თუ "სხვა რაკურსს" დახურავენ, დღესვე დახურონ და აქვე გავიმეორებ ჩემს ცნობილ ფრაზას - რას დავეძებ!..

რა ვიზამ? ვერაფერსაც ვერ ვიზამ და ვერც ვინერვიულებ. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?! თან, ისეთი ხანმოკლეა ცხოვრება, რომ არ შემიძლია ტყუილ ბრძოლაში ჩავერთო. უნდათ გადაცემა, კარგია, არ უნდათ და ისიც კარგია!

თუ დამიხურეს გადაცემა, გამოვალ ქუჩაში და შოუებს დავდგამ, ქუჩის არტისტები მაინც არ გვყავს, თანაც, პურის ფულს ვიშოვი და ლაღად, ხალხთან ერთად ვიცხოვრებ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია