"ლევანი სიურპრიზების მეფეა" - როდის გეგმავს კუბლაშვილი-ხურციას ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილს

"ლევანი სიურპრიზების მეფეა" - როდის გეგმავს კუბლაშვილი-ხურციას ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილს

უკვე ცნობილია, რომ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მსახიობი ლევან ხურცია დაქორწინდნენ. მანამდე კი, თვეების განმავლობაში, წყვილი თავიანთ ურთიერთობასა და გრძნობებს არ ასაჯაროებდა, თუ რატომ, ამაზეც და ზოგადად მათ ურთიერთობაზე მარიამ კუბლაშვილი თავად გვიამბობს:

- დიახ, დავქირწინდით და ერთად დავიწყეთ ცხორება, რადგანაც ყველანაირი საკითხი მოვაგვარეთ, როგორც ხდება ხოლმე.

- ხელი მოაწერეთ და ჯვარიც დაიწერეთ?

- ქორწილისთვის ვიწყებთ მზადებას, - ჯვრისწერა, ხელისმოწერა ყველაფერი ერთად, უახლოეს მომავალში გვექნება. ისე, ზოგი მთელი ცხოვრება ერთად ცხოვრობს და არც ჯვარს იწერს და არც ხელს აწერს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ...

- თავიდან ურთიერთბა შენიღბული გქონდათ. გრძნობებზე არც ლევანი ლაპარაკობდა და არც - თქვენ...

- არც ახლა ვაპირებთ ბევრ ლაპარაკს. პირად ცხოვრებაზე დაუსრულებლად საუბარი არ არის სასურველი, სიყარულს მალვა უნდაო, ხომ გაგიგონიათ (იცინის)?

რაზე უნდა გვესაუბრა? გვქონდა ერთმანეთის მიმართ გრძნობა და ეს არის. როცა უკვე ერთად ყოფნის სერიოზული გადაწყვეტილება მივიღეთ, ერთხელ ხომ უნდა გვეთქვა, ვთქვით და გაიგო მან, ვისაც ეს აინტერესებდა (იცინის). მანამდე, ხომ გეუბნებით, ჩვენს გრძნობებზე ხომ არ ვილაპარაკებდით?  თან, სანამ ჩემი ოჯახი არ გაიგებდა, არასწორი საქციელი იყო, მანამდე საზოგადოებას გაეგო...

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენი წყვილის გადაწყვეტილებას?

- კარგად, მოსწონთ ლევანი... მისი ოჯახიც გავიცანი, ჩვენთან მოვიდნენ და ეს ამბავიც კარგად დაგვირგვინდა, ძალიან მომწონს ყველა. მოკლედ, გახარებული ვარ...

- საერთოდ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა? სად შეხვდით და გაიცანით ერთმანეთი?

- თავიდან წვეულებაზე შევხვდით... მერე იმ შეკრებიდან ცოტა ადრე წამოვედი, ლევანი გამომყვა. აქედან მარტო ხომ არ წახვალ? - მითხრა და გამომაცილა.

- მანამადე ერთმანეთს არ იცნობდით?

- საერთოდ არ მიცნობდა, მე კი ვიცოდი ვინც იყო. წვეულებაზე რომ დამხვდა, სახეზე მაშინვე ვიცანი. უთქვამს, - რა ლამაზი გოგოაო, მერე ვგრძნობდი, რომ დაჟინებით მიყურებდა. ბოლოს კი როგორც გითხარით, თვითონვე გამოიჩინა ინიციატივა, გავეცილებინე. იმის მერე დავმეგობრდით. ჩვენს ურთიერთობას დიდი ხანი მართლა მეგობრობა ერქვა იმისთვის, რომ ერთმანეთი კარგად გაგვეცნო. ასეთი გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული.

როგორც ვიცი, ლევანს 33 წელის განმავლობაში, აქამე ერთხელაც კი სერიოზულად არ უფიქრია ვინმეზე, ძალიან ფრთხილი ტიპია. ჩემთვისაც, მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მოკლედ, ხონმ გეუბნებით, ერთმანეთს ბევრს ვაკვირდებოდით...

- რამდენი ხანი იყავით ასეთი ურთიერთდაკვირვების პროცესში?

- ალბათ სულ 7-8 თვის განმავლობაში მოგვიწია ინტენსიურმა ურთიერთობამ...

- ორივე წარმატებული ადამიანი ხართ - თქვენ ცნობილი ადვოკატი, ლევანი - პროფესიული სცენის, რუსთაველის თეატრის მსახიობი. როგორია ასეთი ცნობილი მსახიობი მამაკაცის გვერდით ყოფნა?

- მე ჩემი სფერო მაქვს, ლევანს - თავისი, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მას ძალიან აინტერსებს ჩემი პროფესიული გარემოცვა, ჩემი ცხოვრების სტილი. მართალია ის ხელოვანია, მაგრამ სულიერად მეც ხელოვანი ვარ და მის ნიჭიერებას ვაღმერთებ. ამიტომ, ხომ გეუბნებით, ჩვენი ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. რელურად ერთმანეთის პროფესიებში არ ვერევით, ასე ურთიერთობას არ ვაუბრალოვებთ; ერთმანეთის სამსახურებში არ დავდივართ, მას თავისი გარემოცვა ჰყავს და მე - ჩემი. ასე რომ, ამ კუთხით არ ვეჯახებით ერთმანეთს და ჩვენ შორის კონფლიქტიც არ ხდება. ჩემი წრისთვის ის საინტერსო ადამიანია და მისი საზოგადოებისთვის მე ვარ საინტერესო...

- მარიამ, 10 წლის ვაჟი გყავთ. როგორ შეხვდა თქვენს მეორედ ქორწინებას?

- ჩემმა შვილმა როგორც კი გაიცნო ლევანი, ძალიან ბედნიერი იყო. თან, ლევანი ძალიან ემეგობრება, რაც მას მოსწონს...

- ქორწილს როდის გეგმავთ?

- ჯერ ბევრი ტექნიკურ საკითხია მოსაგვარებელი...

- ლევანს, იმის გამო, რომ მსახიობია, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ის უყვართ. რას იტყვით ამაზე?

- განა იმიტომ, რომ ჩემი მეუღლეა, საერთოდ რომ ნაცნობობის დონეზეც დავრჩენილიყავით, მისთვის ნათვქამიც მქონდა, პირველ რიგში არის ადამიანი და არ ვაჭარბებ, მართალა ასეა. მის ამ პიროვნულ თვისებებს ხაზს განსაკუთრებით გავუსვამ. არაფერი ეშლება, სიტყვის შემსრულებელია. ძალიან დამნდობი, გამგები, არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საერთოდ, კარგი ბიჭია.

ამიტომ, მადლობა ყველას, ვისაც გულით გაუხარდა ჩვენი ბედნიერება. ნებისმიერს ასეთივე და კიდევ მეტ ბედნიერებას ვუსურვებ.

- სიურპრიზების მოწყობა ახასიათებს?

- სიურპრიზების მეფეა! კი, ასეა ნამდვილად, საჩუქარსაც არ გააკეთებს ისე, რომ ხელოვნების ნიმუში არ იყოს. ამიტომ ყველა ვუსურვებ, გვერდით ასეთი კატეგორიის მამაკაცი ჰყავდეს, რომ იყოს ბედნიერი.

- ლევანს განსაკუთრებული მეტყველება აქვს და ამის გამო ამა თუ იმ ტელეკომპანიის ხმა და სერიალის გამხმოვანებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრიც მხოლოდ ხმითაც იცნობს...

- ამიტომ მეც ვდილობ, რომ ამ მიმართულებით დავიხვეწო, ადვოკატებსაც მოგვიხდება დახვეწილი მეტყველება, არ გვაწყენს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ჭირმა ქვეყანა გააერთიანა, სოლიდარობაა... ოპოზიცია აღარ მლანძღავს" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

"შვილიშვილები ხშირად დამყავს "ბიბლუსის" მაღაზიებში და ვაჩვენებ, როგორ წავიდა ქვეყანა წინ" - გამყრელიძე