"ნორიოს" საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს

"ნორიოს" საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს

"ნორიოს" საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , დღეს, 06:50 საათზე, "ნორიოს" საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა.

"წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს", -ნათქვამია განცახდებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია