ფარული ჩანაწერი: აივ/შიდსით ინფიცირებულთა დევნის ფაქტები თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სალონებში

ფარული ჩანაწერი: აივ/შიდსით ინფიცირებულთა დევნის ფაქტები თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სალონებში

როგორ ექცევიან აივ/შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში. ვიდეო ანახებს, თუ რა მაღალია სტიგმის დონე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ სტერეოტიპებისგან არ არის თავისუფალი სამედიცინო სექტორი, - ვიდეოექსპერიმენტს ამ აღწერით ვიდეოპორტალ Youtube-ზე მომხმარებელი სანდრო პაპავა ანთავსებს.

ვიდეოექსპერიმენტის ავტორი ფარული ჩანაწერის საშუალებით საზოგადოებას აჩვენებს, თუ როგორ ეუბნებიან ექიმები სამედიცინო დახმარებაზე უარს პაციენტს მას შემდეგ, რაც ის ჯანმრთელობის სტატუსს ამხელს და ამბობს, რომ აივ/შიდსით ინფიცირებულია.

იხილეთ ვიდეო

აღნიშნულ ვიდეოექსპერიმენტში წარმოდგენილი ფაქტები, სამწუხაროდ, არ წარმოადგენს ერთეულ შემთხვევებს. სანედიცინო სფეროს ბევრ არაკვალიფიციურ და არაინფორმირებულ პერსონალს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რომ სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, მოემსახუროს ადამიანს მისი ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად. ნებისმიერ ადამიანს, მისი ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, აქვს უფლება, ისარგებლოს ყველა სერვისით.

პაციენტს, კანონმდებლობით, არ გააჩნია არანაირი ვალდებულება, გაუმხილოს სტომატოლოგს ჯანმრთელობის სტატუსი. სტომატოლოგი და მისი დამხმარე ვალდებულნი არიან,  სტომატოლოგიურ ინსტრუმენტებს ჯერ სათანადო დეზინფექცია და შემდეგ საფუძვლიანი სტერილიზაცია გაუკეთონ. ისინი ვალდებულნი არიან სტომატოლოგიური იარაღები მხოლოდ ასეთი დამუშავების შემდეგ გამოიყენონ.

საქართველოში, 2015 წლის 10 აგვისტოს მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 5127 შემთხვევა. მათგან 3779 მამაკაცი და 1348 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2973 პაციენტს, 1037 გარდაიცვალა.

2015 წელს გამოვლინდა 432 ახალი შემთხვევა. აივ მკურნალობაზეა 2860 (მათ შორის აფხაზეთში - 340) პაციენტი.

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით

საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით

სტატისტიკური მონაცემები აღებულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ვებ-გვერდიდან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია