ნინო თოლორდავას თავის მოვლის "საიდუმლო რეცეპტი"

ნინო თოლორდავას თავის მოვლის "საიდუმლო რეცეპტი"

ტელეჟურნალისტმა ნინო თოლორდავამ აგვისტოს ცხელი დღეები მეგობრებთან ერთად, ნიცაში გაატარა, საიდანაც დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.

როგორც მითხრა, ყველაზე კარგად დასვენებას ზღვისპირეთში ყოფნისას ახერხებს - უყვარს მზე, ზღვა და ნამზეური.

- ნინო, აგვისტოს ცხელ დღეებს სად ატარებ?

- ახლა უკვე თბილისში ვარ. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი შვებულებიდან. ნიცაში ვისვენებდი - "ფრენჩ რივიერაზე". შვებულების დღეები მართლაც, სასიამოვნოდ გავატარე.

- საზაფხულო შვებულება ერთთვიანი გაქვს ხოლმე?

- ზაფხულში შვებულება მხოლოდ ორი კვირა მაქვს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, დასვენების დღეები მაქსიმალურად გამოვიყენო იმისთვის, რომ ენერგია აღვიდგინო.

- მშვიდი დასვენება მოგწონს თუ აქტიური?

- ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, მშვიდად დასვენებას ვამჯობინებ, თუმცა ამჯერად ნამდვილად აქტიურად დავისვენე, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის სანაპირო მოვიარე. გადავედი იტალიაშიც, კერძოდ - სან-რემოში.

- ჩვეულებრივ, ზაფხულობით ვისთან ერთან ისვენებ?

- ყოველ წელს მეუღლესა და შვილთან ერთად ვისვენებ, მაგრამ წელს ზაზასა და ამიკოს მოუცლელობის გამო, შვებულება მეგობრებთან ერთად გავატარე. ვფიქრობ, ოჯახურ გარემოში დასვენებას მაინც მოვახერხებთ... მე, ზაზასა და ამიკოს დაგეგმილი გვაქვს, რამდენიმე დღით, სავარაუდოდ - სექტემბერში დასასვენებლად ერთად წავიდეთ. მათთან ერთად დასვენება ჩემთვის დიდი კომფორტია.

- ზღვა თუ მთა - რომელს ანიჭებ უპირატესობას?

- რა თქმა უნდა, ზღვას. მიყვარს ზაფხული, მზე და ზღვა.

- ბავშვობაში უფრო ხშირად სად ისვენებდი ხოლმე?

- წყნეთში, ოქროყანაში, კოჯორში, ლიკანში.

- სოფელში სახლი გაქვს? გიყვარს იქ დასვენება?

- სამწუხაროდ, სოფელში სახლი არ მაქვს, ამიტომ თითქმის არასდროს ვყოფილვარ. ისე, ვფიქრობ, სუფთა ჰაერზე ყოფნა ცუდი არ იქნება.

- კურორტზე გამგზავრებისას, ჩასაბარგებლად ბევრი დრო გჭირდება?

- ბევრი დრო საერთოდ არაფრისთვის მაქვს, სულ აჩქარებულ ტემპში ვარ... მუდამ დროის დეფიციტს განვიცდი.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია