ლარის "დაბადება": რომელ ქვეყანაში დაიბეჭდა ლარის და "თეთრების" პირველი პარტია 20 წლის წინ

ლარის "დაბადება": რომელ ქვეყანაში დაიბეჭდა ლარის და "თეთრების" პირველი პარტია 20 წლის წინ

"ჩვენი ეპოქა 20 წელი" - ასე ქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ 5 წიგნად გამოცემულ სერიას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენას აერთიანებს. წიგნების სერიაში წარმოდგენილია პუბლიკაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრაში" იწერებოდა მკითხველისთვის.

AMBEBI.GE პერიოდულად შემოგთავაზებთ მცირე ფრაგმენტებს წიგნების სერიიდან. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ამონარიდს პუბლიკაციიდან სახელწოდებით "საქართველოში ეროვნულმა ვალუტამ დაიდო ბინა".

"1992 წლის მიწურულს რუსეთმა, პრაქტიკულად, შეაჩერა საქართველოსთვის ბანკნოტების გამოგზავნა. ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შემოეღო დროებითი ფული – კუპონი (1993 წლის აპრილი).

კუპონის შემოღებისას თავიდანვე დაშვებული იყო შეცდომა – მთავრობამ, პარალელურად, მიმოქცევაში დატოვა რუსული რუბლი, რის გამოც კუპონი განწირულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საბოლოოდ, მთავრობა იძულებული გახდა, ეროვნული ბანკიდან აეღო სესხები და ამის საფუძველზე გაეწია ხარჯები. ამიტომ აღწევდა1993-1994 წლებში ინფლაცია საშუალოდ, 50-70%-ს, ხოლო პური მხოლოდ ტალონებზე

იყიდებოდა.

იმ პერიოდში პენსია ამერიკული 10 ცენტის ეკვივალენტს, ხოლო საშუალო ხელფასი – 1,5 აშშ დოლარს შეადგენდა.

1995 წელს უკვე შესაძლებელი გახდა ჰიპერინფლაციის მოთოკვა და 2 ოქტომბერს მიმოქცევაში შემოვიდა  ქართული ეროვნული ვალუტა – ლარი. ქართულმა ლარმა არა მხოლოდ კუპონი, არამედ რუსული რუბლიც ჩაანაცვლა. ლარის პირველი პარტია საფრანგეთში დაიბეჭდა, საფრანგეთშივე მოიჭრა ქართული "თეთრები".

"კვირის პალიტრა"/ "საქართველოში ეროვნულმა ვალუტამ დაიდო ბინა"

წიგნის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე| ჩვენი ეპოქა 20 წელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია