მიხეილ ყაველაშვილი სასამართლოს მიმართავს

მიხეილ ყაველაშვილი სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი იმ დებულებას, რომლის მიხედვითაც ის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ იღებს მონაწილეობას, სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ის სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს და მოითხოვს იმ დებულების გაუქმებას, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ქონას ავალდებულებს.

ყაველაშვილის თქმით, ეს არის არასამართლიანი დებულება და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არსებობს, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ან მაღალჩინოსანს, უმაღლესი განათლება არ აქვს. "საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, ბლატერსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის შინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას", - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, მართალია, ვადებში ვერ მოესწრება, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება მოასწროს, თუმცა ის მაინც ეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას.

ყაველაშვილი დღეს სასტუმრო "რედისონში" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, რევაზ არველაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა ხდება, ან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ასეთ ღონისძიებებზე ეპატიჟებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია