თბილისში მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი EastPoint Tbilisi გაიხსნება

თბილისში მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი EastPoint Tbilisi გაიხსნება

მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი EastPoint Tbilisi 12 სექტემბერს იხსნება. როგორც EastPoint Tbilisi - ის მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომიძემ bpn-ს განუცხადა, 85 000 კვადრატულ მეტრზე არსებულ კომპლექსში შოპინგის გარდა, მომხმარებელი გართობასა და დასვენებასაც შეძლებს.

„კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია 10 კინო დარბაზი და პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო. 12-ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე და რესტორნით. აქვე წარმოდგენილი იქნება „ზარას“ ყველაზე დიდი მაღაზია, ასევე „ბერშკას“, ‘სტრადივარიუსის“, „მასიმო დუტისა“ და „მანგოს“ მაღაზიები. აქვეა McDonalds, Wendy’s, Dunkin Donuts, სახაჭაპურე N1“, - აღნიშნა თეიკო ლომიძემ.

მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე EastPoint-ს ჰიპერმარკეტი კარფური, 3 500 კმ. ბავშთა გასართობი ცენტრი და ელექტრო ტექნიკის დიდი მარკეტი შეემატება, სადაც საქართველოში არსებული ყველა წამყვანი ოპერატორი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი.

პროექტს საინვესტიციო ფონდი Quadrum Global ახორციელებს, რომელიც საქართველოში შვილობილი კომპანიების CBD Development-ისა და BD Property-ს სახითაა წარმოდგენილი. გავრცელებული ინფორმაციით, Quadrum Global-ი რუსული ნავთობკომპანია ”იუკოსის” ყოფილი მფლობელების - მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის კუთვნილი კომპანიაა. თუმცა, რამდენიმე თვის წინ bpn-თან საუბრისას ეს ინფორმაციას Quadrum Global-ის ქართულ წარმოამადგენლობაში უარყვეს.

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია